RSS

მეფისტო ვალსი

17 აპრილი

რარიგ ახლოა ახლა ზეცამდე,
რომელმაც სივრცე გამოგიწოდა
და გაირინდა, რადგან იცოდა,
რომ შთაგონებას აიწეწავდი
და შეაფენდი საგალობელად
გრძნებით მოსილი არე-მარისა,
შენთა ვნებათა დასაპყრობელად
მთვარის შუქი რომ ისაკმარისა.

არა ხარ მარტო, შენს გვერდით არის
ჰანგი ტიტანის, ნაპერწკლიანი.
აბრუნდებიან ინი, იანი
და ერთმანეთის ხდება ზიარი
სული, ამგვარ ჟამს ზერე რომ ილტვის,
რომ ცადა ჰპოვოს თავშესაფარი
და ვარსკვლავეთი, მაესტრო ლისტის
ამბოხებული ვერცხლის ფაფარი.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on აპრილი 17, 2015 დუიმი ლექსები

 

ტეგები: , , , , ,

დატოვე კომენტარი