RSS

რუბიკონი – კვარტლის ბოლო

30 დეკ

საგადასახადოს აგენტი – რუბიკ, შე ძველო! რა იყო, არ გაგეხარდა ჩემი დანახვა? ჰა, კვარტლის ბოლოა, დაყაჭე მაყუთი.

რუბიკა – არა, ძმაო, თქვენ მალე ჩემი ტყავიც გამხადებთ და პრიხოდში დამაწერებთ.

(საგადასახადო მიდის, სანინსპექცია მოდის)

სანინსპექტორი – ფუჰ, რა სუნია! ამ კვარტალში ცოტა მეტის გადახდა მოგიწევს, ნორმები გაამკაცრეს.

რუბიკა – რა ნორმები! ტუფლია, პერაშკი ხო არ არი! თქვენ ფეხი არ იბანთ, რა ჩემ ტუფლების ბრალია.

(სანინსპექცია მიდის, სახანძრო მოდის)

სახანძრო უსაფრთხოების ინსპექტორი – შენ და შენი გამომშრალი ხის ბუტკა დიდი საფრთხე ხართ ამ უბნისთვის. თან, სულ ადვილადაალებადი მასალით გაქვს გამოტენილი. ამ ჯერზე ძველებურად გადაიხადე და მეორე კვარტალში ცოტა მეტი მოგიწევს ალბათ…

რუბიკა – ვააა… მართლა ეგეთი სტრაშნი ვარ? ამერიკელები რო ეგა სცოდნოდათ, რაღა ბომბა იჩალიჩებდნენ, ადგებოდნენ და ხიროსიმაში ჩემი ბუტკა ჩააგდებდნენ, ელი.

(სახანძრო მიდის, ლუსიკა მოდის)

ლუსიკა – რუბიკ, ცოტა ფული მამე, სილამაზების სალონში მინდა წავიდე და ანჟიკას ქორწილისთვის ცოტა გავლამაზდე.

რუბიკა – მტყავებ, შე ოხერო, შენ გალამაზებას რო ფული უნდა, მაგდენი მანთაშოვს და ბოზარჯიანცს ერთად ვერ უშოვნიათ.

(ლუსიკა მიდის, ალბერტიკა მოდის)

ალბერტიკა – პაპიიკ, ერთი ვაზდუშნი შარიკი მიყიდე რაა!

რუბიკა – რომელი, ცავატანემ?

ალბერტიკა – აი, ყველაზე დიდზე გაბერილი როა…

რუბიკა – იი! შენცა მტყავებ შე შობელძაღლო?

(ალბერტიკა მიდის, სიდედრი რეკავს)

ანაიდა ვაგარშაკოვნა – რუბიკ, სახში რო წამოხვალ, კოფე წამააყოლე, პადრუჟკებს სტუმრად ველოდები. კიდე რამე მოიფიქრე, მისატანებელი, რო სუფრაზე მივართვა…

ავტორი – აი, აქ კი სრული თავისუფლება მკითხველის ფანტაზიას…

 
დატოვე კომენტარი

Posted by on დეკემბერი 30, 2009 დუიმი რუბიკონი

 

ტეგები: , , , , ,

დატოვე კომენტარი