RSS

რუბიკონი – ინჩ ცოვი

25 Jan

გურამა – რავარი ეირია ქვეყნიერება. მთელი მეოცე საუკუნე სუ ცხელ და ცივ ომებს მოუნდა. ცხრაას ხუთი წლის რევოლუციის მერე აღარც დაწყნარებულა საერთაშორისო მდგომიარობა. სულ თქვენი ბრალია ყველაფერი. ავლაბრის არალეგალური სტამბიდან დეიწყო კაცობრიობის უბედურება.

რუბიკა – კაცობრიობის არა ისა კიდე, მასობრიობის თვისობრიობის…
მერე ეგ რევალუციაც თქვენ თითონ არ გამოაგონეთ? აბა, ჩვენ სად მაგისთვის გვეცალა, ანდაც, სად გინახნია, რო ამდენი საქმე იყოს და სომეხი კიდე მაუზერით დარბოდეს.
ჩვენ ისევ მეფე გვერჩივნოდა. ვცხოვრობდით სპაკოინად, შრომას ფასი ქონდა და რამე…

გურამა – ხოხ, გამამიხვედით მამა აბრამის ბატკნები. ესე იგი, კამოც ქართველი იყო?

რუბიკა – შენც რაღა სრაზუ მაგას მიახტი. რაც რო მიქარა, თითონვე სჭამა, სხვას ხო არ აჭმემდა? დანარჩენი კიდე სიმღერაში სწერია…

გურამა – რაა?! კამოზე სიმღერაც არი?!

რუბიკა – მე როდის ვთქვი კამო? მე ვთქვი დანარჩენი. ვინც მაგის გარდა, რაღა.
აი, გრაჟდანსკი ვაინის სიმღერა როა, მანდ ნათქვამია, რო ჩვენ პაგალოვნა მანარხისტები ვიყავით.

გურამა – რაცხა მაგფერს ვერაფერს ვიხსენებ და ხო არ წამეხმარებოდი პაწას…

რუბიკა (მელანქოლიურად) – ბელაია გვარდია ჩორნიხ ვარონ…

გურამა (ხალისიანად) – ვნოვ ნამ გატოვიტ ცარსკი ტრონ…

რუბიკა – ცარსკი ტრონ კი არა, უნდა თქვა ცარ ს კიტრონ. ვინეგრეტია ეგეთი, კიტრიანი. გაიგე შენა? კრემლის ყველა პოვარი ჩვენები იყვნენ, ყველაზე თეთრი ხალათი გვცვოდა და მაგიტომაც ბელაია გვარდია გვეძახდნენ, ელი.

გურამა – ეგ ყველაფერი გევიგე, მარა სად წერია მანდ სომეხი?

რუბიკა – იი! მა ჩორნიხ ვარონ რას ნიშნამს? როცა თითონ გინდა, სუ შავი ყვავები გვეძახი, როცა ძლივს მეფის სასტავში გავიჩითეთ, ეხლა აღარა გჯერა?

ხარაშო, ეგ იქეთ იყოს. აქ რო მეფის ნამესტნიკი ზიოდა, ჯიგარი კაცი რო იყო, აბრაზოვანი და რამე, ეგ ვინღა იყო?

გურამა – რომელი, ვორონცოვი?

რუბიკა – აჰა, თითონ შენი პირით იძახი. აბა გვარი კარგა ნახე – ვორონ–ცოვი ელი.

გურამა – კაი, კაი, ეგ ვორონ გევიგე, მარა ი ცოვი რაღა არი?

რუბიკა – იი! მე რო მაგდენი ვიცოდებოდე, აქ კი არა, მატნადარანში ვჯდომავდი… ვჯდავდი… ვიჯდუნებოდი… დაიცა… ვისხდოდი… არა, დაიცა… ვზივებდი… ვობშემ, როგორც არი.

 

ტეგები: , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: