RSS

რუბიკონი – ტაკუნ ჟამადრუცუნ

19 აპრილი

გურამა – რა იყო, რა ცხვიმპირი ჩამოგტირის?

რუბიკა – წუხელ სიზმარში კუკლივით “პაბედა” მამპარეს…

გურამა – რას ბჟუტურობ, სა გყავს პაბედა?

რუბიკა – იი! ვსორავნო აბიდნა, ელი.

გურამა – ჰოდა, მოდი ცოტა ხნით გამოვეთიშოთ მოსაწყენ რეალობას და ოცნებას მივეცეთ.

რუბიკა – ვის მივცე?

გურამა – ოცნებას, და მაშვინ, ფრთაშესხმული მოსწყდები მიწას და ცას შეასკდები, როგორც დედალოსი…

რუბიკა – იი! დედალოსი შენ იყავი, თუ კაია. მე მამალოსი ვიქნები. თანაც ეგ შესკდომა რაღა ოცნებაა? არ შაილება, რო ჰამაც ნეჟნად და პლავნად ვიფრინოთ?

გურამა – ჰოდა, იფრინე, მარა ნამეტანი ზეით არ მოგივიდეს, თვარა წაგეტრუსება ფრთები და მეყოლები მერე დამტვრეული იკარუსი…

რუბიკა – ვა, ავტობუსი როა?

გურამა – არა, კაცო, ი–კა–რუ–სი, რუსულად – იკარი…

რუბიკა – იი! რუსულადაც იკარი და ფრანციცულადაც, თუ კაია.
არა, მეც დურაკი არა ვარ, რო აქამდე ჭკვა ვეღარ ვისწავლე? აი, სუ ეგრე იცი შენა. ჯერ ტკბილი რამეებით ამაგდებ, ბოლოს კიდე, კაკ აბიჩნა, სუ ეგრე ათავებ, როგორც მაიმუნივით…

გურამა – კი, მარა, საიდან იცი მაიმუნი რაფერ ათავებს? არ მითხრა ახლა, რო გოსცირკში მაიმუნად ხარ ნამუშევარი.

რუბიკა – ვახ, მამაჯან! ეს ინჩ ხათაბალა, ტო! იმდენი ქნა, რო აქეთ მაიმუნი არ გამამიყვანა.

გურამა – რა გწყინს ბიჭო, ე, ეგერ, რუსის ნაშა რო მოდის, მიდი და უთხარი – ია ვ პასტელი კაკ აბეზიანა–თქვა და ნახე, თუ არ დაჭყიტოს თვალები.

რუბიკა – არ მინდა. როზა რო გაგოს, ხო ეწყინება.

გურამა – მერე, ნუ კი მოსდებ ქვეყანას, ფარულად შეხვდი. მართლა, სომხურად რაფერ იქნება ფარული პაემანი?

რუბიკა – ტაკუნ ჟამადრუცუნ…

გურამა – ჰოდა, იტაკუნეთ და იჟამადრუცუნეთ რამდენიც გინდა.

რუბიკა – კარგი რა, უცხო ადამიანთან ეგრე როგორ მივიდე, უხერხულოა.

გურამა – აპა, იყავი მასთე ხათრიანი და ნაღვლიანი. მართლა, სომხურად რაფერ იქნება – ხათრიანი და ნაღვლიანი?

რუბიკა – ამოთხაწ ევ თხრუწუნ…..

 
დატოვე კომენტარი

Posted by on აპრილი 19, 2010 დუიმი რუბიკონი

 

ტეგები: , , , , ,

დატოვე კომენტარი