RSS

ჭაღარა ფიქრი

30 Jan

სიზმარი ჩემი დავხურე ისლით
და შემოვღობე არმური ნისლით,
კვარი, კერია, ჩითის საბანი,
აღარ მაშინებს თოროხაპანი.
ბედო, ალალბედ მონაქამანდო,
იქნებ კეთილად გადმომედინო,
ჯერ განზრახული მინდა გაგანდო,
მერე შენ უნდა გამაბედინო.
ჟამი, მერანი, ქარად გაქანდა,
თან წარიტაცა შმაგი ვნებანი,
დატოვა ოდენ ფიქრით ნაქანდი
ზმანებანი და მოლანდებანი.
თაობავ ჩემო, განა თუ წყენა,
მსურს გიწილადო გულისნადები –
დრომ ისე სწრაფად დაიწყო დენა,
დროა შევცვალოთ ციფერბლატები.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: