RSS

ამაღლებისა

10 Oct

დაუბრუნდა ცათა წიაღს, ოდეს დადგა ხუთშაბათი,
გასცქეროდნენ, ვიდრე სრულად დაუძლურდა მზერა მათი,
ვიდრე ზეცის სილურჯეში არ განზავდა მისი ხატი,
ხატი, მისთა მაცქერალთა მომნუსხველი ანდამატი.
მჯდარი ფრთებზე ქერუბინთა ზე აფრინდა, ღრუბელთ მაღლა,
თვალს განშორდა, გარნა გულებს უმეტესად მიეახლა.
და მას შემდეგ სუყველამან უფრო მეტად დააფასა,
სასოებით აღივსო და აღავლენდა ოსანასა.
ის იმ სახით მობრუნდების, რა სახითაც ამაღლდების,
და რაოდენს მიანიჭებს ჟამს სიკეთის ნაცვალგების
მათ, ვინც რწმენას ემსახურა სიკეთით და გულით წრფელით
და ვინც დაშვრა გლახაკთათვის ნაღვაწარით, უშურველით,
სამწყსოვ, კეთილო და სანდო, სანთელი რომ გენთო სულში
და მის ცნებებს ერთგულებდი,
შედი უფლის სიხარულში.

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: