RSS

ჟაკ ბრელი – კვეთება (დონ კიხოტი)

17 Apr

ოცნებაში ოცნების გაგრძელება,
განშორების სევდის წაყოლიება,
მოგზაურის დამდაგავი ცხელება
და უვალი ბილიკების ძიება.

სიყვარულის უსამანო წყურვილი,
შმაგი ვნება, ლამის სნებად ქცეული,
არცა ძალა, არცა რამ საჭურველი,
მხოლოდ ნება და ვარსკვლავი რჩეული.

მე მიზნად დავისახე
ლტოლვა ვარსკვლავისაკენ
და არა მსურს ვიდარდო
დანაკარგები და დრო,
სიმშვიდე არ მინდება,
სასო არ მეკვეთება,
მხოლოდ თავდადება და
შემართებით კვეთება,
მსახურება გულისთქმის –
ბრძოლა სიყვარულისთვის!

მე არ ველი ამისათვის შექებას,
თუმც კი გული საგულეში მექნება,
ქალაქებს კი ლუში ლაფით შეღებავს
თანაგრძნობის შეგრძნება.

კვლავაც ვიწვი, თუმცა დავწვი ყოველი,
კვლავაც ვიწვი, თუნდაც ზღვარსგადამცდარი,
რადგან ისევ მიხმობს მიუწვდომელი
ჩემი ბედის ვარსკვლავი.

La quête ( Don Quichotte )

Rêver un impossible rêve
Porter le chagrin des départs
Brûler d’une possible fièvre
Partir où personne ne part

Aimer jusqu’à la déchirure
Aimer, même trop, même mal,
Tenter, sans force et sans armure,
D’atteindre l’inaccessible étoile

Telle est ma quête,
Suivre l’étoile
Peu m’importent mes chances
Peu m’importe le temps
Ou ma désespérance
Et puis lutter toujours
Sans questions ni repos
Se damner
Pour l’or d’un mot d’amour
Je ne sais si je serai ce héros
Mais mon cœur serait tranquille
Et les villes s’éclabousseraient de bleu
Parce qu’un malheureux

Brûle encore, bien qu’ayant tout brûlé
Brûle encore, même trop, même mal
Pour atteindre à s’en écarteler
Pour atteindre l’inaccessible étoile.

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: