RSS

ლექსი მოსულა

15 აპრილი

მარიკა ლაფაურს

ჩუ…
მგონი ლექსი მიახლოვდება
და ჩემი ფიქრის აბლაბუდები
გაიბლანდება ბადებლონდებად
და დილბინდამდე დაელოდება.

ჰამაკის თავზე გადარწეული
ჩამოიღვრება ღამე, გრძნეული
და მოკამკამე ცაზე ურიცხვი
გამოლაგდება მალე მურიცხი,
აკიაფდება, გაიტოტება,
მოეფინება ზეცას ნოტებად…
გახე – მალერი! ბახი და ვერდი!
აჰა, ჰობოის ჰანგის ხავერდი
ძარღვებს დაივლის, ვით მარახოში,
ჩაიწმახნება სულსა და დროში
და, მიმღერება როს მოგინდება,
ისე გაილურს-გაირინდება,
რომ სიზმარეთში წაგიღებს რული,
იქ, სადაც მეფობს ქაოსი სრული,
შენ რომ სათქმელით დაგაორსულა…

ამასობაში, ლექსიც მოსულაა…

 
დატოვე კომენტარი

Posted by on აპრილი 15, 2015 დუიმი ლექსები

 

ტეგები: , , , , ,

დატოვე კომენტარი