RSS

ნასრედინ

03 Feb

როცა ააბირბილებს სახურავებს ალმური, ფასობს ჩერო პალმური და სარქმელი ჩალმური, მყუდრო ჩაიხანები, ჩილიმ-კალიანები, იქაც ლამაზმანები, დალალ-ხალიანები, ლოყამოყირმიზენი, თეძომათუხთუხარნი, წარბებმოსურმულნი და სიცხით ნაფუთლუხარნი.
მედრესეს ჟრიამული და ზუზუნი ჯამესი, მილულული თვალებით სმენა თუთი-ნამესი…

მზე ზანზარებს საკუთარ ალხით დანაფეთები, თავდაყირა ჭებივით დგანან მინარეთები…
ხოლო როცა მითენთილ ქალაქს მიეძინება, ცაში გამოკიდულნი კვნესენ მუეძინები.
და იმ ვიწრო შუკებში, ძროხა რომ ეკვეტება, ვირზე ამხედრებული ხოჯა დაეხეტება, კი არ დაეხეტება, წყაროდ მოედინება…
სვედამწვარი კაცისაც ძალუძს მას გაცინება.

ასე რომ ამსუბუქებ წუთისოფელს, მალმედინს, უკვდავება გიბოძა ხსოვნამ ხოჯა ნასრედინს.
მოგვიხშირდა მკბენარი, ზენარი თუ ქვენარი, სიტყვა შემოგვაშველე, სხარტი, მოუსვენარი და ვიდრე პარპაშებენ უსამართლო ყადები, კვლავაც გაახმიანე ხალხის გულისნადები, ალაგ მომიამიტო, მოარულო კვიმატო, სულ ჭარმაგი მენახე, ხანი არ დაიმატო.
აქაც შემოგვიარე, აზრი გაგვიზიარე…
ვიდრე ვირი გივარგა, იარე და იარე…

 

ტეგები: , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: