RSS

აი ია

03 Feb

მუხლზე წიგნი გაგიშლია
– აი ია.
მარცვლავ მარგალიტის მძივად
ამ ღვთაებრივ კრიალოსანს,
რომ ქართულმა ტატანივით
ცაზედ გაიწკრიალოსა.

რაც კი თვალი აგვეხილა,
ანუ მაღლით გაგვემხილა,
თუ რა უნჯი გვერგო წილად,
ცხრა ეპოქა გაილია,
ფარნავაზიც მოგვევლინა,
და რუსთველი,
და ილია.
დასალექი დაილექა,
წასალეკი წაილეკა,
და ამ ჟამის მონაჟური,
რაც ეურჩა და გადურჩა
წუთისოფლის ორომტრიალს,
დავამსგავსეთ ლამის ტიალს.

შენი ენა ფრინველია,
სხვა ცისა და სხვა სილაღის,
ხიბლია და სურნელია
ახლად გაკვირტული ბაღის.
შენ მას უნდი, ვით ეგბური,
ვითა პური ითხოვს დედოს,
ჰოდა, მისი სამსახური
სამუდამოდ დაგებედოს.
იაკობის იგრძენ გული,
მისი ძგერა გადმოგედოს,
ეს ანბანი, დაქარგული,
აგარიდებს ჰარმაგედონს…
მუხლზე წიგნი გაგიშლია
– აი ია.

 

ტეგები: , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: