RSS

ჟერარ დე ნერვალი – ლუქსემბურგის ბაღის ხეივანი

24 Dec

ქალიშვილმა ჩამიარა გვერდით,
სიმსუბუქით ჰგავდა ჩიტუნიას,
ხელში წითლად მობრიალე ვარდით,
ღიღინებდა უცხო მელოდიას.

გამიელვა – ნუთუ ვხედავ სახეს,
ვისაც გული უპასუხებს ვნებით,
ვინც ჩემს უკუნ ღამეს შემოაღებს,
გამიჩაღებს ერთი გაღიმებით.

თუმცა უკვე ჩაიარა წყალმა,
წარიტაცა ჩემი გულის ჩქროლა,
ამ სურნელმა და ნარნარმა ქალმა,
სიჭაბუკის ლანდად ჩამიქროლა.

Une allée du Luxembourg

Elle a passé, la jeune fille,
Vive et preste comme un oiseau ;
A la main une fleur qui brille,
A la bouche un refrain nouveau.

C’est peut-être la seule au monde
Dont le cœur au mien répondrait ;
Qui, venant dans ma nuit profonde,
D’un seul regard l’éclairerait !…

Mais non, – ma jeunesse est finie…
Adieu, doux rayon qui m’a lui, –
Parfum, jeune fille, harmonie…
Le bonheur passait, – il a fui !

 

ტეგები: , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: