RSS

მონადირე

12 Oct

(ტრაქტატი კულტურასა და ხელოვნებაზე)

მე ის ბილიკი მოხუცმა ბაკმა დღემდე არ ვიცი, რატომ გამანდო,
მითხრა – შენ ძალგიძს გახვიდე გაღმა და რამე უცხო მოაქამანდო.
ჰოდა, შევუდექ შეუცნობ ქაშანს, რომ მომეხელა ზორბა ირემი
და მშიერთათვის რომ მეფეშქაშა დანაპირები ნანადირევი.
უეცრად გზაზე ტბა შემეფეთა და შიგ დავლანდე თევზი წითელი,
არჩივი იყო ღირსი მეფეთა და ჩაუქურად დასაჭიდელი.
სულ დამავიწყა ნადირ-ფრინველი, ნაოცნებარი მანამიდელი,
ჭვილთი გავმართე გასაკვირველი და მოვიპოვე თევზი წითელი.
* * *
დუქანი შემხვდა უკანგზობაზე, სახელად ერქვა – „რუხი კიტელი“,
მიუჩხაპნია პატრონს დაფაზე – ნანადირევის ვარო მყიდველი.
დუქნის კარები შევაღე ფეხით, ვიხმე მედუქნე, კოჭლი ფიდელი,
მონადირული ბაქით და რიხით დახლზე დავაგდე თევზი წითელი.
ვუთხარ მედუქნეს – კეთილო ჩემო, ამის რგუნება ბედმა ინება,
იქნებ ახალი გავსინჯოთ გემო და რაღაც მეტი გვეცოდინება.
* * *
ელოდებოდა თურმე სასუსნავს ლუკმანატრული სოფლის დუქანი.
ხმელი წიფლისგან გაჩორკნილ სუფრას უჯდა დუჟინი კაცი მსუქანი.
მათ აეჯაგრათ ბალანი დურცხი, როს დაინახეს თევზი წითელი,
გადმომანთხიეს ბრაზი და სუსხი – უჯიშო ხარო თუ გამყიდველი?!
მეორედ მოსვლა არ არის შორი, ვის გაუგია წითელი თევზი?!
უროსა გვტყორცნის ღვთაება ტორი, ელვა-ქუხილით დაგვლახვრავს ზევსი!
ვის დაჰკარგვიხარ, გამოტყდი აწი, რომ დაგიკარგავს პაპის ფესვები?
სად არის ჩვენგან ნაკურთხი კაცი, რომ არ ეშლება ადათ-წესები?
– უარი გვტკიცა, – ამბობს მედუქნე, – აღარ მაწყობსო ძველი პირობა,
ამბობს – გაჭირდა დღეს ნადირობა, შეიქნა ერთობ ნადირძვირობა.
* * *
აი აქ შეწყდა ქაქანი ცხარი, შიმშილმა სძლია სიკერპე მათი,
მერე წამოდგა მოხუცი ჰარი და დაასრულა დინჯად კამათი
– მგონია, რომ არ შევცოდავ დიდად, თუ დღეს გავსინჯე თევზი წითელი,
ხანდახან მცირე სიახლეც გვინდა, დაე მე ვიყო ცოდვის მტვირთველი.
მოდი გავბედოთ და დავრთოთ ნება და მოვიქნიოთ თამამად ყბები,
ბოლოს ყოველი გრემანი ხდება, კუჭს იქით ორმოს მინაბარები.
* * *
ჰარი გავიდა გარეთ პირველი, მოინახულა ფეხისადგილი,
ძნელია იყო თვითშემწირველი, არც პირველობა არის ადვილი.
მცირე ხნის შემდეგ კარი იღება და ცოცხალ-მკვდარი შემოდის ჰარი,
მომყევით ძმებო ნახეთ, რა ხდება, კუჭში გავლილიც წითელი არი…
* * *
ცრემლები მათი ჰგავდა შადრევანს, ზეცას შესთხოვდნენ როს პატიებას
– ჩაყოლა სჯობდეს იქნებ ჩათრევას და ეს წითელიც ადათს მიებას…

 

ტეგები: , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: