RSS

მიყვარს

12 Oct

ზურაბ ქუქჩიშვილს

იცი, მე ჩემი სამშობლო მიყვარს.  რატომ? არც ვიცი, გითხრა მართალი. რაც მომადგება, გაგანდობ იმას და შენ შეავსე ჩამონათვალი:
მიყვარს ხარების გაზოზინებით გაცურებული ხნულში გუთანი, სისხამის ნამით ანაბზინები ბუდარიათა აბლაბუდანი.
მიყვარს როს ცმუკავს აჯილღა რახსი, როს მონადირე ბლანდავს ბანდულებს, ვარსკვლავებს ვეტრფი, ასპიდის თაღზე მზის ნამცეცებად მიმოფანტულებს.
როს ცას დაიპყრობს სხივთამთოველი და ტყემლის ტოტებს თეთრად დაღებავს, ან  ვით გამოვთქვა, როგორ მოველი მთაში ირმების გადაძახებას.
შლეგი მირკანი როს აქუხდება, ფერი უხდება ჯერ არნახული, გახე, ერთმანეთს რარიგ უხდება ბურსა, კირჩხალი და მარახული.
როცა უშქარი ხეთა ლაშქარი უტევს კორტოხზე ამოზრდილ ციხეს და როცა ჩქერი, ცეტი და ჩქარი, ჭალანგარებზე ახალუხს იხევს.
როს ჭინკობისთვის ხეებს, დათალხულს ისრუტავს ადრე მომდგარი ბინდი და როს ბეჭებზე ღუნღულა დაფქულს შეგიმსუბუქებს წისქვილის მინდი.
რთველი მიყვარს  და ტაროჭყინტობა და ჩურჩხელას რო ავლებს დიდედა, მზის კვიმატური ჩამოიჭყიტება იალკიალის ჟრუნი რიდედან,
კესანეებით ნაჭორფლი მოლი, და შერჩენილი ტატნობს მთიები, ბინულთა ბროლი, ბუერთა ბოლი და ბორიალა ქარბორიები, ბორო ბრილები, მზვარე ველები, გაწყობილები ზეზით, მარტივით, ჭაუხები და ცისარტყელები, მისარქმელები უფლის კვართივით.
ვინ მოიგონა ხორციელისთვის დარაზულობა სამოთხის კარის, ეს საოცრება შენ მოგელის და ეს საოცრება სამშობლო არის.
თითქოს ფიქრები ზეცას მინებდა, ამნაირები რომ მომაყოლე…
ახლა კი გმადლობ, რომ მისმინე და თითო-ოროლა შენც მოაყოლე.

 

ტეგები: , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: