RSS

გვიანი ლექსი

13 Sep

რაღაც დამაკლდა სიჭაბუკეში, ვერ ვიმეგობრე მაშინ მუზებთან, თორემ ქართულის შარა-შუკებში ჩემი სტრიქონიც იტუსტუსებდა.
სიტყვის კირკიტი არ მიტაცებდა, სიცოცხლე ჩქეფდა ჩაბარუხივით, ტინთა ჩანჩხებში შლეგივით ყეფდა და ჩახჩახებდა შხეფთა დუღილით.
აწ კი რაღა დროს ჩემი ლექსია, როს მონიოთი მივალ დინებით, თუმცა, ხანდახან უკეთესია რითმა, ნახვეწი გულმოდგინებით.
ჰოდა ჟამიჟამ, ათასში ერთხელ, ჭაღარა მუზამ თუკი ინება, დავიწყების მტვერს ჩამოიფერთხავს, მესტუმრება და მეწერინება.
აი მაშინ კი აღარ მაშინებს ჩინი, ქოშინი, მუხლის კანკალი, ეფოფინება სული სხვა ჟინებს და მზეკაბანობს ჩემი სამკალი.
რა უარეა, ტარონი მიგრი, თუ გზა, ფენილი ეკალ-ქარდებით, ერთ რამედა ღირს იმაზე ფიქრი, რომ ვინმეს ლექსად დაგემართებით.
ერთხელაც ისე ავბარბალდები, მზე ალბათ შურით გაიბუტება, განმერიდება, წაფანდალდება და ციბოლოზე ჩაიბჟუტება.

 

ტეგები: , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: