RSS

სალიმ ბაბულლაოღლი – საპასუხო წერილი იმ ქალს

11 Sep

თარგმანი აზერბაიჯანულიდან

ამდენი ხნის შემდეგ რომ ფოტო გამომიგზავნე,
სურათს ვით შეუძლია ნეტავ თავის მართლება,
თუმცა ალბათ დუმილით საუბარი ისწავლე,
თან გიხდება ჭაღარის თმაში გამონათება.

მე კი გულში ვინახავ იმ ღალატის ნაკუწებს
მას ამ ლტოლვის დაშრობა დიდხანს არ უნანია,
ერთად ყოფნის ბოლო დღე ხსოვნას აღარ აწუხებს,
ბინდი გადაეფარა უკვე კარგა ხანია.

მე ასაკმა მომტეხა, აღარც შენ ხარ ჯეელი,
უკვე ვეღარ გიფარავს ყელსაბამი ნაოჭებს,
ალბათ ახლა მარტო ხარ, სტუმრად არვის მოელი
და შენი სინარნარეც აღარავის აოცებს.

ის აღარ ვართ, რაც უწინ, ჰოდა, რაღა მოგწერო,
პირი გაგვიმურია მიმქრალ ლტოლვის ნაცარში,
და სარკეში ნანახი თუ აღარ მოგეწონა,
იმით მაინც გამხნევდი, რომ ცოცხალი გადარჩი.

პატარა ქალაქებში ადვილია ცხოვრება,
კლუბი, სამი დუქანი, მოედანი, საძვალე,
თუმც მთავარი სხვა არი, ყველა ნასაუბრები
მალე ჭორად იქცევა, შუკებს მოიწანწალებს.

როცა გალევ სამზეოს, მაშინ მოვა ტიელი
ბედი, და შენც მიიღებ, სტუმარი ხომ ღვთის არი.
მზესუმზირის კნაწუნით მთვარე ათვალიერე,
შენი მაჯნუნისათვის ბოლო ამოიცანი.

იმედებში არ ფლანგო დარჩენილი დღენი და
ლოცვა არ მიატოვო, უფალს ეცი თაყვანი.
გახსენების უნარი გამოფერთხე შენიდან…
ახლა გტოვებ, ბავშვი მყავს სკოლიდან მოსაყვანი.

Həmin qadına məktub

Mənə şəkil göndərdin uzun illərdən sonra,
bəraətçün şəkillər görən, nə deməliydi?
Hə, elədi, sükutda gizlənib bütün sözlər.
Gözəldi saçında ağ – iztirabın sancağı.

Mənimsə köksümdədi xəyanət qəlpələri.
Şəhvətin köynəyini təəssüf yeli qurudub.
Birlikdə son günümüz, yəni, o şəkil, əda
keçmisin yaddaşında indi çoxdan soluxub.

İndi mən çox düşmüşəm, sən də cavan deyilsən.
Qırışları gizlətmir boynundakı yaylığın.
Tənhasan, yeməyini yəqin yavan yeyirsən.
Gövdəni gəzdirəndə büdrəyir ayaqların.

O adamlar deyilik, bir də nə yazım,axı?
Ehtirasın külündə qaralar üz-gözümüz.
Güzgüdə təskinliyin gözəlliyin deyilsə,
heç olmasa dadına yetişsin diriliyin.

Balaca şəhərlərin çox rahat dünyası var:
üç-dükan, meydança, klub və qəbristanlıq.
Amma əsas bu deyil, orda bütün söhbətlər
dünyanın özü qədər yaman çəkər adamı.

Ömür harda yaşansa tale orda qonaqdı.
Qonağısa qovmazlar, bir də adət var axı.
Axşamları tum çırtla, pəncərədən Aya bax,
Leylanın Məcnununda son hərf üçün baş sındır.

Ümidlər ilə yama sabahın cübbəsini.
Dualardan bərk yapış, təkcə özün üçün yox.
Xatirə güvəsini təmizlə üst-başından.
İndiysə getməliyəm, oğlum məktəbdən çıxır..

 

ტეგები: , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: