RSS

მხედრის სიმღერა

18 Aug

ვინა სთქვა, რომ გულს ბოჭავს ჭაღარა და დადგა ჯერი რბილი ლოგინის,
თუმც, ბარეორმა კი მომახარა – დრო წავიდაო თქვენი ბოგინის.
ვინ მომაშავა დაღლის უფლება, არ მემუქრება ყლარტი და ხავსი,
ცა რამდენჯერაც მოიქუფრება ჩემი ნატანჯი სამშობლოს თავზე, უნდა წარვტაცო შუბი შალითას, მომხდური ვზაფრო მისი ძგერებით, მერე ლახტითაც, მერე ხმალითაც, მტერთა ბეგთარზე ანაჟღერებით,
ავად მაცქერალს ჩინი ჩავუქრო, გადავურაზო ციხის კარები და თუ ხმალდახმალ ვერ ვიჩაუქო, ფარად ხომ მაინც ავეფარები,
და ვერც შინ უნდა გაიჯეჯილოს გარეულ მტერზე უფრო ვერაგმა ხალხმა ურჯუკმა და უნიშატომ,
რატომ?
რომ გაიფანტოს ერთხელაც, მინდა, ილიას თვალში ჩამდგარი ნისლი, რომ აკაკის ლანდს ეძინოს მშვიდად, არ შემრცხვეს ვაჟას საფლავთან მისვლა.
ჟამმა გახადა ჩემთვის საჩინო, ომში რად იწევს მუხლი ბებერი, მე სული უნდა გადავარჩინო, თორემ უკვდავი არის იბერი და ენა ჩემი, უფლის რჩეული, ვით სერაფიმი, მისი მხლებელი, მისგან ცხებული, მისგან თნეული, მგალობელი და მადიდებელი.

 

ტეგები: , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: