RSS

თარგმანი აფხაზურიდან – დიმიტრი გულია

18 Aug

სიმშვიდე

დღენიადაგ მასზე ფიქრობს ადამის ძის მოდგმა მთელი,
იგი არის ცოცხალმყოფთა საფიქრალი ძველთაძველი,
გარნა ფიქრი როდი შველის, პოვნა მისი არის ძნელი,
ჰკითხე – რის თქო? – სიმშვიდისო – პასუხია უეჭველი.

ზოგნი, იმის ძიებაში, დიდ ქონებას აგროვებენ,
კაცს სიმდიდრე ამშვიდებსო – თავს ამგვარად იმართლებენ .
სულ ქონებას იტაცებენ, ინახავენ, ამრავლებენ,
და როდესაც შოულობენ, კვლავ სიმშვიდეს დაეძებენ.

ზოგნიც, მის მოსაპოვებლად, დანაგროვებს იშორებენ,
ვერც იოლად ელევიან, დარდობენ და ვიშვიშებენ,
ძველ ცხოვრებას იგონებენ, ცრემლით გამოიგლოვებენ,
და ესენიც, ამგვარ ქცევით, სიმშვიდეს ვერ იპოვებენ.

უქონელი აწ დაკარგულ საქონებელს ატანს სულსა,
ჩაიბუდებს გულში შურსა, მისწუწუნებს გაფლანგულსა,
მხოლოდ დარდის ანაბარა ვით იშოვნის საკმარ ფულსა,
მდიდრის დარად ვერსად ჰპოვებს ის სიმშვიდეს, დაკარგულსა.

შეძლებული იმას შიშობს, რომ ვერ შეძლებს მოგებასა,
ღარიბი კი იმად შფოთავს, რომ ვერ იხვეჭს ქონებასა,
ორთავენი მისცემიან საქონებლის მონებასა
სიტყვას გამცნობთ ჭეშმარიტსა, თუ მოუხმობთ გონებასა.

ერთი დარდის მსხვერპლი არი მდიდარი და ამბოკარი,
მოსვენებადაკარგული, ძილგამკრთალი და მბორგალი,
ნეტავ ესმათ, რომ საშველი არი ადვილსაპოვნარი,
მე კი მზად ვარ, რომ გავანდო მკითხველს ჩემი ნაფიქრალი.

თუკი უფლის მცნებათაგან გაიხსენებთ მეათესა,
ის გასწავლით, რანაირად მოიპოვებთ სიმშვიდესა,
თქვენი ავი საფიქრალი წამიერად განქარდესა
და, სიმშვიდით განმსჭვალულნი, შეეტკბობით ამ სოფელსა.

ბოლო ცნება გვეუბნება: არა გული გითქმოდესო
ყოველივე იმისათვის, რაც ეკუთვნის მოყვასს შენსო,
თუ ეს მცნება შევიმეცნეთ, მოვერევით შურის სენსო,
რაც გვაქვს, იმას ვიკმარებთ და არ წავწვდებით დანარჩენსო.

სულ ესაა, რასაც ქვეყნად სიმშვიდე და ბედი ჰქვია,
თურმე სულის სიმსუბუქე სულ იოლი საპოვნია,
სხვის ქონებას დახარბება მხოლოდ შფოთის მომტანია,
სიმშვიდე და შურის ჭია ვერვის შეუთავსებია.

სოხუმი, 1910 წლის 31 მარტი,
პწკარედული თარგმანი პროფ. თეიმურაზ გვანცელაძისა

ავაა აფსაბარა იქუ ზეგი ზიშთოუ აკოუპ,
ჲანტვოუგი ჲანგილოუგი ირხუცვა ჲარა უბრიოუპ,
ახა აქვშვარეჲ აბარეჲ დაარაძა ივადავეუპ,
ჲარბან-ჰვა უწაავაზარ, ათინჩრა, აფსშაროუპ.

ჯიუკი ათინჩრა ჰზიყალაპ-ჰვა, ამაზარა დირჰავეჲტ,
ავაა რახგი მაზაროუპ ფსშარას იყოვ ჰვა, რაჰავეჲტ,
უბრი ჲაშთოუპ, იხჩოჲტ, ჲააძოჲტ, ირახვ რჰავეჲტ,
ამაზარა როუვოჲტ, ახა დირვაგიხ აფსშარა ჰვა იფშაავეჲტ.

 

ტეგები: , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: