RSS

ჰერმან ჰესე – სინამდვილე გვიზიდავს

15 Jul

მშვენი, ამაღლებული, არაბესკის ფერებით,
ეს ცხოვრება ფერიის ცხოვრების საფერია,
ბრუნავს ნეტარ ფერხულში, სადაც არაფერია,
და ამას ვეწირებით აწმყო ყოფიერებით.
სილამაზე ზმანების, ქროლვით მონადინების,
ამო თავშესაქცევი და ხმაშეტკბილებული,
ლაღი ზედაპირების მიღმა დაგუბებული
ჟინი ღამის, სისხლის და ველური აღტკინების.
ამ სიცარიელეში ბრუნავს არდაძალებით
ეს ცხოვრება, თამაშის მომლოდინე მარადჟამს,
თუმც, სუყველას, მალულად, სინამდვილე გვიზიდავს –
ჩასახვით, მოვლინებით, ვნებით, გარდაცვალებით.

Doch heimlich dürsten wir …
Anmutig, geistig, arabeskenzart
Scheint unser Leben sich wie das von Feen
In sanften Tänzen um das Nichts zu drehen,
Dem wir geopfert Sein und Gegenwart.
Schönheit der Träume, holde Spielerei,
So hingehaucht, so reinlich abgestimmt,
Tief unter deiner heitern Fläche glimmt
Sehnsucht nach Nacht, nach Blut, nach Barbarei.
Im Leeren dreht sich, ohne Zwang und Not,
Frei unser Leben, stets zum Spiel bereit,
Doch heimlich dürsten wir nach Wirklichkeit,
Nach Zeugung und Geburt, nach Leid und Tod.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: