RSS

ფრიდრიხ ჰოლდერლინი – მამული

15 Jul

როგორც ზღვაოსანს უხარია შინ დაბრუნება,
თუკი შორეთში დააგროვა სიმდიდრე დიდი,
სამშობლოსკენ გამოვწევდი იმავ გუნებით,
სადარდელის წილ მეც ქონებას თუ მოვიმკიდი.
თქვენ კი, ნაპირნო, სანატრელნო, ვინც გამომზარდეთ,
მპირდებით განა დამიოკოთ ტრფობის შიმშილი?
ტყეებო ჩემი სიყმაწვილის, რომ დაგიბრუნდეთ,
თუ შეიგძლიათ მომანიჭოთ ისევ სიმშვიდე?
ცივ ნაკადულთან, აქოჩრილი რომ აქვს ზვირთები,
და მდინარესთან, რომ სერავდნენ დინჯი გემები,
მალე ვიქნები. გინახულებთ მშობელო მთებო,
ოდესღაც ფარად რომ მეფარა თქვენი თხემები.
მამულის ხამსო სამანებო და დედის ყუდევ,
როს და-ძმა, ჩემთან ჩახუტებას გადაჩვეული,
ჩამეკონება, მათთან ერთად თქვენც ჩამეხუტეთ,
რომ იქნებ მალე გაამრთელოს გული, სნეული,
მაგ ერთგულებამ. თუმც იმედი ფუჭი ბარგია,
არ იკურნება ასე მალე ტრფობის დამღები,
არც ნუგეშინი, მიწიერი, არად არგია
და იავნანა, მოკვდავთაგან ამონამღერი,
რადგან ღმერთებმა, გვანიჭებდნენ როს ციურ ვნებას,
მოწამეობაც მოაყოლეს, მას თანხვდენილი,
დე ასე იყოს, მიწის პირმშო მივსდევ მათ ნებას,
სიყვარულისთვის და ტანჯვისთვის ვარ გაჩენილი.

Die Heimat

Froh kehrt der Schiffer heim an den stillen Strom,
Von Inseln fernher, wenn er geerntet hat;
So käm auch ich zur Heimat, hätt ich
Güter so viele, wie Leid, geerntet.
Ihr teuren Ufer, die mich erzogen einst,
Stillt ihr der Liebe Leiden, versprecht ihr mir,
Ihr Wälder meiner Jugend, wenn ich
Komme, die Ruhe noch einmal wieder?
Am kühlen Bache, wo ich der Wellen Spiel,
Am Strome, wo ich gleiten die Schiffe sah,
Dort bin ich bald; euch, traute Berge,
Die mich behüteten einst, der Heimat
Verehrte sichre Grenzen, der Mutter Haus
Und liebender Geschwister Umarmungen
Begrüß ich bald und ihr umschließt mich,
Dass, wie in Banden, das Herz mir heile,
Ihr treugebliebnen! aber ich weiß, ich weiß,
Der Liebe Leid, dies heilet so bald mir nicht,
Dies singt kein Wiegensang, den tröstend
Sterbliche singen, mir aus dem Busen.
Denn sie, die uns das himmlische Feuer leihn,
Die Götter schenken heiliges Leid uns auch,
Drum bleibe dies. Ein Sohn der Erde
Schein ich; zu lieben gemacht, zu leiden.

 

ტეგები: , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: