RSS

ჯონ ქითსი – ოდეს შიში მეუფლება

27 Apr

ოდეს შიში მეუფლება არსებობის შეწყვეტის,
ვიდრე ჩემი გონის ნაჟურს ამოხაპავს კალამი,
ვიდრე გავლევ წიგნის გორას, ასოებით შეწკეპილს,
მღივარ მარცვალს რომ ინახავს, ვით ვეება ხალამი.

ოდეს ვცდილობ ვარსკვლავებით შემკულ ღამის სახეზე
ამოცნობას რომანტიკის მღვრიე ნიშანხატების,
და ვიფიქრებ – ბედის ხიბლით აღერღილ-განაქეზი
ვერასოდეს შევძლებ დევნას მათი ათინათების,

ოდეს ვფიქრობ, შენი, დროის ეფემერულ ქმნილების,
შემოხედვა ამიერით ვერასოდეს გამღალავს,
და არც წერა არ გავხდები უგუნურ მორჩილების

ფეერიულ ძალთა! – მაშინ თვალუწვდენი სამყაროს
კიდეზე მდგარს და გარინდულს ფიქრი წარმომდინდება,
ტრფიალება და დიდება ვიდრე დაიბინდება.

When I have fears…

When I have fears that I may cease to be
Before my pen has gleaned my teeming brain,
Before high-piled books, in charactery,
Hold like rich garners the full-ripened grain;

When I behold, upon the night’s starred face
Huge cloudy symbols of a high romance,
And think that I may never live to trace
Their shadows with the magic hand of chance;

And when I feel, fair creature of an hour!
That I shall never look upon thee more,
Never have relish in the faery power
Of unreflecting love! – then on the shore
Of the wide world I stand alone, and think
Till Love and Fame to nothingness do sink.

 

ტეგები: , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: