RSS

თეიმურაზ ხაჯეთი – მამას

23 Apr

ვიცი მამა, ჩვევად არ გაქვს შენი შვილის მოფერება,
იტყვი – ოსებს ასეთი გვაქვს ძველებური მკაცრი წესი,
კაცი თუ ხარ, უნდა შეძლო და დათრგუნო გულის ნება,
მკერდის მიღმა გადამალო სამღერალი და საკვნესი.

ახლაც, როცა დამინახავ მობრუნებულს შორი გზიდან,
შინაური სტუმარივით მღებულობ და მეუბრები,
თუმცა, განცდის მაცნესავით, შენი შუბლის ღარებიდან,
დაფარული ცრემლების წილ მშრალი ოფლით იცვარები.

ხის ძველ სკამზე ჩამოჯდები, ქვეყნის ამბებს მეკითხები
– მაშ როგორ ხარ, როგორ მიდის შენი სწავლის საქმეები…
სისხლში არ გაქვს, შეჩერდები, ამგვარ ღუღუნს ვერ ერგები
შენ, ვინც სხვაგვარ საუბარში ალესილ ხმალს ემსგავსები.

განა ჩემთვის უცხო არის ძროხა, ლაფში ჩარჩენილი,
მეზობლის ვაჟს რომ ეძახი, აგერ არ გყავს შენი შვილი?
აქ საერთო საზრუნავი, დედაჩემი გვახსენდება,
შეწყვეტილი საუბარიც ასე უფრო გაგრძელდება.

როგორ ტანჯავს მოლოდინი – დაწვრილებით მომიყვები,
და კუთხეში მიმალული ღვინო როგორ გვიძველდება,
საღამოთი, როცა გზიდან ისმის ხოლმე სიმღერები,
მოგებება უნდა თითქოს, სავარძლიდან ისე დგება.

მთვარემ ზურგი დააფხანა ჩვენი ეზოს ღობის წნელებს,
ხაჭაპური ცეცხლზე ბრაზობს, ბრაზი კეცზე დაუღვრია,
ბებო მომიახლოვდება, შემომადებს თავზე ხელებს,
შენ ფიქრებში წასულხარ და მზერა ჩვენთვის მოგიპყრია.

დრო – ცხენია სამარულე, ისევ მიწევს განშორება,
ისევ მგზავრად ვიქეცი და ყელზე მადგას დარდის ბურთი,
თავდახრილმა გამაცილე, გადამალე მწუხარება,
მითხარ – როგორც შეიძლოო, ისე მალე დაგვიბრუნდი.

თვალში ცრემლი გაკიაფდა, თითქოს გაიკაწრა გული,
ვეღარასდროს გნახავ თითქოს, დაიხშობა ანუ კარი,
თითქოს ითხოვ პატიებას, რომ შთამბერე სიყვარული
და კაცობა შთამინერგე, როგორც ნიჭი სანუკვარი.

 

ტეგები: , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: