RSS

რაბინდრანატ თაგორი – მარადიული სიყვარული

27 Mar

თარგმანი ბენგალურიდან

იცი, ასე მგონია, რომ ყოველთვის მიყვარდი,
ნაირგვარი ხატებით მხიბლავდი და მჩხიბავდი,
ყველა მოვლინებისას, ყველა დროში, მარადჟამს.

სული, შენგან ტყვეული, სიტყვათაგან ჩამოწნავს
ლექსებს, სასიმღეროებს, ათასფერი ჰანგისას,
შენ კი იზიარებ მას, ნაყოფს ტრფობის ბანგისას,
ყველა მოვლინებისას, ყველა დროში, მარადჟამს.

ოდეს მესმის თქმულება, სიძველემ რომ დაბინდა,
ჩამქრალ-კვლავაღგზნებული სიყვარულის ამბიდან,
ძველთაძველი ზღაპრიდან, ჟამის ქუში ქანდიდან,
შენი მშვენი ხატება, ათინათი ნათება,
შორით შუქურ-ვარსკვლავის დარად დაიბადება.

ასე მიგვალივლივებს სიყვარულის მდინარე,
უხსოვარი დროების გულში წარმოშობილი,
უამრავი მიჯნური გვახლავს, პირმომცინარე,
შეყრა-გაყრის განცდათა ცრემლებით დალტობილი,
შერწყმის ვნებით ხმობილი, გარნა რიდით პყრობილი –
ლტოლვა, მარად ახალი, დროით გამოწრთობილი…

და ეს მიწყივ გიზგიზა ალი ტრფიალებისა
თავის ადგილს ეღირსა.
შენს ფერხთით განეფინა ნიშნად მორჩილებისა,

სიხარული ყოველი და ნაღველი ყოველი,
ერთგულების მთოველი სული, მარადცხოველი,
არის ჩვენს სიყვარულში ერთად მონაგროველი.

ყველა შეყვარებულის ხსოვნით გაჯერებულა
და ერთ ჰანგად ქცეულა, რაც კი გაჟღერებულა…

 

ტეგები: , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: