RSS

თვლემისას მოსული ლექსი

29 Oct

ჰეი, არ გეყურება? მივატოვოთ ქალაქი, სერზე დავცეთ ბანაკი, ცა ქუდად გვეხურება.
სულაც არ მეხუმრება, მენატრება ჰამაკი, მთვარესთან ლაპარაკი, დინჯად ჩამოუბრება.
მივყვეთ ფიქრის დინებას, თუ ვართ ისევ გიჟები, პწკალთა თინათინების ვნახოთ ათამაშება, მზის ამოზოზინების მზერად გეპატიჟები და ვით ჰგავს გაღიმებას კინტროს შერიჟრაჟება.
თუ გსურს ამის გაგება, გასვლა ხამს უთენია, ჭვრეტა გათენებისა რაკი ისევ მეღირსა, ცის ეს აციაგება ჩემია და შენია და რაღა დამრჩენია, გარდა ამღერებისა,
ჰოდა, ვეპარებიო:
ოიდი ოჰო, ლილედა,
ისგვამო დიდებიო,
შანგოი აშილედა.

 

ტეგები: , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: