RSS

ქურაში შემთხვევით შეძახებული რვეულისა

13 Oct

ეკა ბერიძეს

დაზაფრულ ქუჩებს თანგავს ზამთარი, შიში, შიმშილი, ქუში და თოში,
უჩვეულოში მოვყევით დროში, თოფიანების დგას სამართალი.
გარეთ სუსხია და ცმუკი ქარი უსუსურ ფოთლებს როს ეარჯლება,
იხურებიან უმალ ფანჯრები და არავის სურს გამოსარჩლება,
ოთახი, მხუთრი თუნუქის ქურის, ქურასთან დედა, რულმორეული,
ფერხთით საწვავი ათასი ჯურის, ხელში ლექსებით სავსე რვეული…
ხელნაწერებიც იწვიან თურმე, ვით ფარვანები, ალს მისეული
მოგონებანი, ჩაღი თუ მრუმე, გუშინდელი თუ სიყრმისეული
და მაგიური ძაგძაგებს ალი, დიდია მისი განწმენდის ძალი,
შეცოდებისგან, ლექსი რომ ჰქვია და ფურცლისათვის დარდის განდობა,
ქალაქში, სადაც ამაყობს ტყვია და ერთმანეთის არ აქვთ დანდობა…
გახედე ერთი, რა აბრიალდა? ეს ის ლექსია, დილამ რო შობა,
ეს მუსიკაა, ვერდი, ვივალდი, ეს – გაზაფხული, ესეც ბავშვობა.
ეს ნაღვენთია ტკივილებიდან, არსაიდან რომ არ ჩანს საშველი,
მიადგა ალი, როგორც საშლელი და ამოშანთა მოგონებიდან.
ცრემლიან ლექსზე აბოლდა ცეცხლი, ბოლი ზეცისკენ ამისამართა…
ტოტებს კი ჭირხლის დაშვენდა ვერცხლი და ქარი სიოდ მიესავათა.
ახლა უბრალოდ გაზაფხულს ელი და იმ იმედის გიჭირს მიგნება,
რომ რამდენიმე გაივლის წელი და ყველაფერი კარგად იქნება.

 

ტეგები: , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: