RSS

პოლ ვერლენი – Nevermore

13 Oct

ხსოვნავ, ხსოვნავ, რას მერჩი? სთველმა, იალკიალამ,
გაშეშებულ ჰაერში შაშვი გააშრიალა,
მზე კი ეღვენთებოდა ქარაია ციალად
ტყეს, შექარვულს, სითგანაც ქარმა დაიგრიალა.

მივდიოდით ჩვენ ორნი, ოცნებით შეპყრობილი,
და თმები და ფიქრები გვქონდა ქარს მინდობილი,
მომაშუქა უეცრად თვალი, სხივგაწყობილი
– დღე თუ გაქვსო რჩეული, ნატვრით გამოხმობილი?

ხმა იყო უნაზესი, ანგელოსისმიერი,
პასუხად შევაგებე ღიმილი, წამიერი,
და ხელი დავუკოცნე, სიფითრემორეული.

ყვავილობის სურნელი, მწველი და საკვირველი,
და ის დაჩურჩულება, ჩქამი სიზმარეული,
ოდეს სატრფოს ბაგიდან „კი“ მოსწყდება პირველი.

* * *
Souvenir, souvenir, que me veux-tu? L’automne
Faisait voler la grive à travers l’air atone,
Et le soleil dardait un rayon monotone
Sur le bois jaunissant où la bise détone.

Nous étions seul à seule et marchions en rêvant,
Elle et moi, les cheveux et la pensée au vent.
Soudain, tournant vers moi son regard émouvant:
«Quel fut ton plus beau jour?» fit sa voix d’or vivant,

Sa voix douce et sonore, au frais timbre angélique.
Un sourire discret lui donna la réplique,
Et je baisai sa main blanche, dévotement.

-Ah! les premières fleurs, qu’elles sont parfumées!
Et qu’il bruit avec un murmure charmant
Le premier «oui» qui sort de lèvres bien-aimées!

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: