RSS

დედობის ნიჭი

10 Sep

შენ გაიმარჯვე, წარსულს ჩაბარდა ჟამი, აღსავსე ზღვა სასოებით, გაგეკვირტა და გაგიზღაპარდა ჟინი, ოცნებით ნასაზრდოები.
აწი არასდროს იქნები მარტო, ამ საოცარი დღისთვის მლოცველი, რადგანაც შენში სიცოცხლე ბარტყობს, ერთი ციდა და ყოვლისმომცველი.
განცდაა ალბათ უთქმელი ენით, იდუმალებით შემორაგული, როცა უეცრად, მოცული შენით, ფეთქვას დაიწყებს ნამცეცა გული.
და მოდის, ვისაც ტკივილით ელი, ნანატრი, მაინც მოულოდნელი, ვისთვისაც შენ ხარ სამყარო მთელი, ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნელი.
შენ გაიმარჯვე, ბრმა ბედისწერას ომით წაგლიჯე დედობის ნიჭი…
ბიჭი თუ გოგო?
გოგო თუ ბიჭი?
ბიჭი თუ გოგო?
გოგო თუ ბიჭი?

 

ტეგები: , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: