RSS

რუბიკონი – ეშნო მართე – მართის ლავნე (ვირი და კაცი კაცზე მეტიაო)

01 Sep

გურამა – ხანდახან, ფიქრი რო წაგიღებს, ისეთი გონიერი გამომეტყველება გეფინება მაგ ხორთუმიან სახეზე, რო სპინოზა მგონიხარ.
რუბიკა – კარგი შედარებაა, სპინოზა პატიოსანი ხელოსანი კაცი იყო, სტეკლო ჩარხამდა, აჩკები აკეთებდა, თანაც, ჩემსავით იგი ამბობდა – რატომ სომთ ამდენ არაყს და ღვინოსა.
გურამა – თუ საიდუმლო და ინტიმური არაა შენი ფიქრი, მეც გამიზიარე და წაგეხმარები პაწას. აკი ამბობს თქვენი ანდაზა – ეშნო მართე – მართის ლავნეო…
რუბიკა – ვაჰ! თანაც, მაგ პასლოვიცაში კაცი შენა ხარ არა? თუმცა, მაინც კარგია, რო სიბრძნეს იზიარებ, იქნებ ცოტა შენაც გეშველოს.
გურამა – მაგ გაზიარებამ ჩამაგდო ამ დღეში. გიყურებ მთელი დღე და შრომა შემძულდა ჭირივით. ამჯერად რა სიბრძნეს გამიზიარებ?
რუბიკა – ქართულად უხერხულად ჟღერს…
გურამა – რას ბჟუტურობ ბიჭო, ქართულ ენაზე ნებისმიერი აზრი სრულფასოვნად და სხარტად გამოითქმის.
რუბიკა – მე ხო არ ვიძახი, რო სხლარტად არ გამოითქმის, პროსტა უხერხულად ჟღერს.
აბა უსმინე – შეიცან თავი შენი!
გურამა – რაი მერე? რა გეუხერხულა? ამოშაქრე.
რუბიკა – ეგრე გეგონება, მითომ სეკსუალნი სამააბსლუჟივანია უნდა ჰქნა.
გურამა – ვაა-ხა-ხა-ხა-ხააააააა!
რუბიკა – არა, ეგ ხო ძველი გრეკები თქვეს, მაგრამ ჩვენი დიდი კლასიკი ვილიამ საროიანი უფრო მაგრა იძახის – თუ გინდა შენი თავი გახდე, ბევრი რეპეტიცია დაგჭირდება.
ნახე რა მუდრი ნათქვამია. ქვეყანაზე ამდენი მუდრი კაცი რსერბობდა და მარტო ვილიკამ აიღო და თქვა.
შენ ხო იცი, ბევრი რამე არ მაბადიან,
ჩემი ხალხით ამაყობა ხშირად მწადიან,
ჩემი ტანზე მურაშკები ეგრე დადიან,
ჩემი თავი მეგონება ცოტნე დადიან…
გურამა – შეხედე! საროიანს რა ტექნიკურად მიაყოლა ცოტნე! ეგ ისეთი ლექსია, რო ასი წელი არ დაავიწყდება ხალხს და მერე უნდა თქვან – ცოტნე დადიან? – ზნაჩიტ სომეხი. ჰაიტ შე გაფუჭებულო შენე! მაგ დანაშაულს ათი ლიტრი ლუდი ვერ ჩამორეცხავს. ვსვათ და ვადღინძელოთ თქვენი დიდი მოღვაწეები.
რუბიკა – მითამ შენი ჭკუით მატყუებ და გინდა რო სინამდვილეში ეგ ხალხი აგინო. ისიც კი არ იცი, რო პატრიარქი რამდენი ხანია ლუდი აკურთხა და მაგით დალოცვაც პაჩტი იგივეა, როგორც რომ ღვინისგან.
გურამა – მერე? მით უმეტეს შე კაცო. სანამდი ნაკურთხი არ იყო, მანამდე კისრულობდი და აწი ორჯერ მეტს უნდა კისრულობდე, საცა ლოგიკა და სამართალია? მარა რუბიკა და სამართალი ერთად სად გაგონილა.
რუბიკა – კარგი, მაშინ ეგრე ვქნათ, დღეს ცოლი და სიდედრი ზღვაზე გავუშვი და კარგ ხასიათზე ვარ. მე ეგ ლუდი ვიკისრებ, ოღონთ თამადაც მე ვიქნები და ვისაც დავლოცამ, შენც მაგას დალოცამ.
გურამა – ვუიი! გასკდა ჩემი ღორი ფაშვი, მარა რა გინდა რო ქნა ამ სიცხეში. ჯანდაბას, გამოგყვები მაგ სადღინძელოებში, მარა მერე წავალ და სარეცხი ფხვნილით გევიხეხავ ენას.
რუბიკა – ვაი რა დურაკი მყამხარ, გურიკ-ჯან. საპონი რად გინდა, აგერ შენს მოძღვართან მიდი და პროსტა მოინანიე.
გურამა – ხოდა, იქით ის რო ის გადაფიჩინდება და აქეთ – მე…
ვაა-ხა-ხა-ხა-ხააააააა!

 

ტეგები: , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: