RSS

ვლადიმერ ნაბოკოვი – იყავ ჩემთან ხალასი და ღია…

25 Aug

იყავ ჩემთან ხალასი და ღია,
არვინ დამრჩა ქვეყნად მე შენს გარდა,
სახლი დაიფერფლა, ტყე გაჩეხილია,
გაზაფხულზე ნისლები რო რთავდა.

სად არყები ზმანებებში თვლემდნენ,
ხეკაკუნა ხესა სცემდა… ბრძოლამ
ჯერ ძმობილი წამართვა და, შემდეგ,
ზედ სამშობლოც მალე მიაყოლა.

სიზმარეთში ველაციცე ლანდებს,
ცხადში დრანჯებს გავაბეზრე თავი,
ნაბოდვარი მთებში მიმოვფანტე,
სიმღერები ზღვებში ვანიავე.

შენს კერასთან გულმა წამოიწყო
წარსულ ჟამზე უსასოო დარდი,
მომეფერე და არ დაივიწყო –
არვინ დამრჩა ქვეყნად მე შენს გარდა.

Будь со мной прозрачнее и проще:
у меня осталась ты одна.
Дом сожжен и вырублены рощи,
где моя туманилась весна,

где березы грезили и дятел
по стволу постукивал… В бою
безысходном друга я утратил,
а потом и родину мою.

И во сне я с призраками реял,
наяву с блудницами блуждал,
и в горах я вымыслы развеял,
и в морях я песни растерял.

А теперь о прошлом суждено мне
тосковать у твоего огня.
Будь нежней, будь искреннее. Помни,
ты одна осталась у меня.

 

ტეგები: , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: