RSS

ლეონიდ დერბენევი – მხოლოდ ერთი წამია

23 Aug

შლეგი წუთისოფელი აჩრდილთა სავანეა,
და შენს ირგვლივ ყოველი მოლანდებას ჰგავს,
ნამყოდან მერმისამდე მხოლოდ ერთი წამია
და სახელად სიცოცხლე ეწოდება მას.

უძრაობა მარადი გულს არ გაუხარდება,
უძრაობა მარადი პირამიდებს ხამს,
ხოლო ვარსკვლავისათვის, რომ მოწყდა და ვარდება,
განა რა შეედრება ამ ელვარე წამს.

დე სამყარო ილტვოდეს გამჭოლ საუკუნეთა,
მე ჩემს გზას გავუყვები, გზას, რომელიც მწამს,
რას ველოლიავები ფიქრით, მოლამუნეთი,
ამ წამს, ჩემთვის ნაჩუქარ ამ ერთადერთ წამს.

ბედი, სავსე ავ-კარგით, გაუწერავთ მისანთა,
მხოლოდ ერთი წამი გაქვს, ჩაეჭიდე მას,
მხოლოდ ერთი წამია ნამყოდან მერმისამდე,
სიცოცხლე ეწოდება ამ დიდებულ წამს.

ЕСТЬ ТОЛЬКО МИГ

Призрачно все в этом мире бушующем.
Есть только миг – за него и держись.
Есть только миг между прошлым и будущим.
Именно он называется жизнь.

Вечный покой сердце вряд ли обрадует.
Вечный покой для седых пирамид
А для звезды, что сорвалась и падает
Есть только миг – ослепительный миг.

Пусть этот мир вдаль летит сквозь столетия.
Но не всегда по дороге мне с ним.
Чем дорожу, чем рискую на свете я –
Мигом одним – только мигом одним.

Счастье дано повстречать да беду еще
Есть только миг – за него и держись.
Есть только миг между прошлым и будущим.
Именно он называется жизнь.

 

ტეგები: , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: