RSS

ნოვალისი – ვინც გაიგებს პეპლის სიცილს…

07 Aug

ვინც გაიგებს პეპლის სიცილს,
ღრუბლის გემოც იცის,
ძალუძს შუქზე იაკამის,
ჩახუტება ღამის,
განუცდელად შიშის.

ძალუძს გახდეს მცენარე, ან
მხეცი, ბრიყვი, ბრძენი,
მოიაროს წამიერად
ვარსკვლავეთის ბჭენი.

მან იცის, რომ სხვათა მსგავსად,
ბევრი არც რა იცის,
თუმცა იცის შრომის ფასი,
ცოდნის გასამტკიცის.

ვისაც ჰყოფნის სიმამაცე,
რომ ცვლილებებს ეძმოს,
დაიხვეწოს და ამ გზაზე
თავი შეიმეცნოს,

უფსკრულიდან მწვერვალამდე
გაიკაფოს გზები
და დალაშქროს თავის სულის
ბნელი კუნჭულები,

ვინც გაიგებს პეპლის სიცილს,
ღრუბლის გემოც იცის,
ძალუძს შუქზე იაკამის,
ჩახუტება ღამის,
განუცდელად შიშის.

ვინც თავის თავს არ ღალატობს,
უშფოთველად წავალს
და სიცოცხლით გადაუსწრებს
მრავალ შთამომავალს.

Novalis
Wer Schmetterlinge lachen hört…

Wer Schmetterlinge lachen hört,
der weiß, wie Wolken schmecken.
Der wird im Mondschein,
ungestört der Furcht,
die Nacht entdecken.

Der wird zur Pflanze, wenn er will,
zum Stier, zum Narr, zum Weisen
und kann in einer Stunde
durchs ganze Weltall reisen.

Der weiß, dass er nichts weiß,
wie alle anderen auch nichts wissen.
Nur weiß er, was die anderen
und auch er selbst noch lernen müssen.

Wer in sich fremde Ufer spürt
und den Mut hat sich zu recken,
der wird allmählich, ungestört von
Furcht sich selbst entdecken.

Abwärts zu den Gipfeln
seiner selbst bricht er hinauf,
den Kampf mit seiner Unterwelt
nimmt er gelassen auf.

Wer Schmetterlinge lachen hört,
der weiß, wie Wolken schmecken.
Der wird im Mondschein,
ungestört von Furcht
die Nacht entdecken.

Wer mit sich selbst in Frieden lebt,
der wird genauso sterben
und ist selbst dann lebendiger
als alle seine Erben.

 

ტეგები: , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: