RSS

ადალბერტ ფონ შამისო – მშვიდობით

07 Aug

რა საკითხავია – რა მოხდა,
რაც ბევრჯერ მომხდარა ჩვენამდინ,
როდესაც გხედავდი, ვხარობდი,
შენ ჩემი ხილვისას ღელავდი.

გაცნობის პირველი სალმიდან
თავები ვიგრძენით მდიდრებად,
შეყრისას ალმური გივლიდა,
გაყრისას გჭირდა გაფითრება.

ყოველდღე ვხვდებოდით და მაშინ
ამ ქვეყნად სხვა რამე არ გვსურდა,
გსტუმრობდი დარში და ავდარში,
მაგრამ ეს ზაფხულიც გასრულდა.

ერთმანეთს უბრალოდ დავშორდით,
არც სიცილითა და არც ცრემლით,
ვტანჯეთ და ვალაღეთ ერთურთი,
აღსავსემ უმანკო განცდებით.

მოდგა შემოდგომა, ზამთარი,
მერცხალმაც იპოვნა თავის გზა,
ან ის სიყვარული სად არი,
სიცივით სულები დაგვიზრა.

მივდივარ, მიმელის შორეთი,
– მშვიდობით! – ამბობ და ვერ ტირი,
აი, შენს ხელს ვეამბორე და
ყველაფერს დაესვა წერტილი…

Adelbert von Chamisso (1781 – 1838)
Lebe wohl

Wer sollte fragen, wie’s geschah?
Es geht auch andern ebenso.
Ich freute mich, als ich dich sah,
Du warst, als du mich sahst, auch froh.

Der erste Gruß, den ich dir bot,
Macht’ uns auf einmal beide reich;
Du wurdest, als ich kam, so rot,
Du wurdest, als ich ging, so bleich.

Nun kam ich auch tagaus, tagein,
Es ging uns beiden durch den Sinn;
Bei Regen und bei Sonnenschein
Schwand bald der Sommer uns dahin.

Wir haben uns die Hand gedrückt,
Um nichts gelacht, um nichts geweint,
Gequält einander und beglückt
Und haben’s redlich auch gemeint.

Dann kam der Herbst, der Winter gar;
Die Schwalbe zog nach altem Brauch;
Und: lieben? – lieben immerdar?
Es wurde kalt, es fror uns auch.

Ich werde gehn ins fremde Land,
Du sagst mir höflich: Lebe wohl!
Ich küsse höflich dir die Hand,
Und nun ist alles, wie es soll.

 

ტეგები: , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: