RSS

ოსიპ მანდელშტამი – ნიჟარა

31 Jul

იქნება სულაც გჭირდები არად,
მაგრამ სამყარომ, ბნელუსასრულომ,
უმარგალიტო ნიჟარის დარად,
მე შენს ნაპირზე გამომისროლა.

შენ კი გულგრილად ტალღებს აქაფებ
და თან ჯიუტად განაგრძობ მღერას,
თუმც შეიყვარებ და დააფასებ
ამ უსარგებლო ნიჟარის ჟღერას.

მერე მიუწექ გვერდით სილაზე,
გახადე კვართის თანაზიარი,
და მიუერთე უხილავ სიმზე
შენი ლივლივის დიდრონი ზარი,

რომ სიფრიფანა მისი კედლები,
გაბეზრებული უკაცურობით,
აივსოს ქაფის ჩუმი ვედრებით,
წვიმით, ქარბუქით და არმურებით.

Раковина

Быть может, я тебе не нужен,
Ночь; из пучины мировой,
Как раковина без жемчужин,
Я выброшен на берег твой.

Ты равнодушно волны пенишь
И несговорчиво поешь;
Но ты полюбишь, ты оценишь
Ненужной раковины ложь.

Ты на песок с ней рядом ляжешь,
Оденешь ризою своей,
Ты неразрывно с нею свяжешь
Огромный колокол зыбей;

И хрупкой раковины стены,–
Как нежилого сердца дом,–
Наполнишь шепотами пены,
Туманом, ветром и дождем…

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: