RSS

ნეტავ მელექსეს რა ემღერება

26 Jul

მარეხ ფხოველს

ვიდრე სულებზე ბატონობს ოქრო,
ნეტავ მელექსეს რა ემღერება…
რა და ქუჩები, ოკრო და ბოკრო,
ქალზამბახების ყელმოღერება.
სევდა ქედების, დანისლულების
და ქარით ფაფარგანაწეწების,
ჭიტა პირველი ფურისულების,
გულმოცემული მზის ნამცეცების,
ბაზილიკაში სურნელი ცვილის
და ფერმიმკრთალი უფლის ხატება,
პეპლების წყვილის
შეფარფატება,
მათრობელობა სულის აშვების,
ავდრის ღრუბელთა რქადაჯახება,
ტყეში შაშვების
აჭახჭახება,
ხიბლი ცვარ-ნამის უმანკოების,
ხოდაბუნებში მზის გაჩაღება,
ყაყაჩოების
აჩახჩახება.

 

ტეგები: , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: