RSS

ეს რა ნიჭი მომეცა

20 Jul

ნატალი ქადაგიძეს

დავისიზმრებ ამაღამ ცოკალთას და შენაქოს,
ისე მენატრებიან, თითქოს ცხადში მენახოს,
ეს რა ნიჭი მომეცა მე, თუშეთის უმეცარს,
სიზმრად დავეთელები ომალოს და გომეწარს,
აგე, თუში კერკეში, მიაღელვებს იაბოს,
იქით დიკლო, პირქუში, ღრუბლებს მკერდით მიაპობს,
ცისთვალა რო ციაგობს, პირიმზე რო კიაფობს,
არწივი რო კიაპობს, ქარი დაფორიაქობს,
კოწიწები ფიქალთა, საციბიკო ციკანთა,
და ბორბალო, ციდან რო ზღაპრად ჩამოიკალთა,
ციხე-კოშკი, სანახი და ტებულო, კიანთა,
სადაც სახლობს ამაყი გორი ჩითაიანთა,
მუხლი გავიმგლისავე და აღმართებს შევები,
თექაჭრულა ბუსნარი და ღირღილა ხევები
უნდა გადავიარო, მივეფერო შენაქოს…

ახლა მთავარია, რო… ნატალიამ შემაქოს.

 

ტეგები: , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: