ცაიალაღზე ქარი ღრუბელთა არვეს იკრებს,
დასდევს ქოფაკი ჩქარი ცმუკაფაფუკა თიკნებს.
მიგრი და მატეკარი გზას ხევხუვებით იგნებს,
კიპარისების ჯარი ტანებს ხმალივით იქნევს,
როცა ბობოქრობს იგი, ჩემი კალამიც ცმუკავს,
უჯმაჯურს უგავს დინგი, კუდი გველეშაპს უგავს,
ხან აფრას მიშლის გზნებით და სინდბადივით შემშლის,
ხანაც წისქვილის ფრთებით დონ კიხოტს ებრძვის ჩემში.
ხან გამღივარი ხდება, მოწყენილობას მიქრობს
და როცა ჩაყუჩდება, დროც იყინება იმ დროს,
ახლაც წრიალებს კართან, სახეტიალოდ მიხმობს,
არავინ, კობას გარდა, არ ეგულება თითქოს,
შემიფათქუნა ფარდა – ხო ჩემი ჭკუის ხარო?
…
აწი ასაკში ვარ და ცოტა დამინდე, ქარო.
ქარისა
18
ივლ
Advertisements