RSS

დაბრუნება

05 Jul

მოდი ჩვენი ბავშვობისკენ ერთად გავინავარდოთ, მე რაინდი ვიქნები და შენ – პრინცესა ზღაპრიდან, ავი ყოფით დადაღული ფიქრი ასე გავართოთ და ცოტა ხნით დავიბრუნოთ, რაიც უკვე გაფრინდა.
მე შევისხამ შიმშერ მახვილს, დიდი პაპის ნაქონებს, სიზმრად რომ არ სიზმრებია მაღრიბელს და მაშრიყელს, რომ ვეება დევებსა და განძვინებულ დრაკონებს გამოგტაცო და ჩაგიკრა, გარდაგაჭდო ყელი ყელს.
მერმე უნდა მივატოვოთ სამეუფო მზაკველის, ალაყაფთან გველოდება ორი რახსი მერანი, წინ ხიფათით დაყურსული, დამღალავი გზა გველის და პირქუშის განაჭედი ნალფარების თქერანი.
წამო, დროით გადავლახოთ ქაჯავეთის სამანი, ხიდს გადავცდეთ სამშვიდობოს, ვიდრე გვესი გაგვიგებს, იქ დაისის ბოლო სხივი, მიმცხრალი და ლამუნა კოშკისაკენ დაკავკაულ კაპიშუკას გაგვიგებს.
ხატი ჟამთა გარდასულთა, ნეტავ რამდენს დაიტევს, მისი ხიბლი, მისი ბებლი, გული, დანაისრები, ოცნებაში წარგიტაცებ, ვით შეჰფერით რაინდებს, ვიდრე სრულად შეგვისრუტავს აკვამლული ნისლები.

 

ტეგები: , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: