RSS

ფიქრისა

03 Jul

მე მიყვარს ფიქრი, ფიქრი მალია, სასურველ ხატებს წამიერ აგნებს, თითქო ციური ნაპერწკალია, გამოაბზინებს სულებს და საგნებს მეხსიერების ბნელი სკივრიდან, სად დავიწყების მტვერი ჰფენია ყველაფერს, რაიც ჟრჟოლად მივლიდა და თითქმის აღარ შემორჩენია აღარაფერი ძველი ხიბლიდან, ან ვეღარ ამჩნევს თვალი უხეში…
და უნუგეშო ფიქრი-იფრინდა ამაოდ დაძრწის სიჭაბუკეში…
თუმც, ამ ბერბეცში მაინც კიაფობს ორი უშრეტი სხივი, მაუზნი, და იმნაირად მაფორიაქებს, საკუთარ თავსაც რომ ვერ აუხსნი მიმქრალ ფოტოზე დედის თვალები რატომ მაგონებს ციმციმს ჩქერისას და დაბინდული მამის სათვალე რად მირჩევნია ლექსის წერისას.
მე მიყვარს ფიქრი…

 

ტეგები: , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: