RSS

აფთი ბისოლთანღერას

25 Jun

პირველი ლექსი როდესაც იშვა,
მიუწვდომელით ჩვენთვის ასაკით,
მას აქეთ პოეტს არა აქვს ნიშა,
სამანი არ აქვს პოეტს მას აქეთ.
განგების ძალით ასე მოგაგნე
ცხრამთაგადაღმა მამულზე მკვნესარს,
ვისი სიმღერაც არის მოსაგრე
და გაუტეხლად მომავალს ესავს
ღვთით ბოძებული და თვით სიკვდილის
სიახლოვეთი ფერშეუცვლელი
სტრიქონი, დარი წყაროს ციგლიგის
და სული შენი – სუფთა ფურცელი.
მე ჯერ არ გიცნობ, მაგრამ როდესაც
შენი კალმისას მივდევ ნაკვალევს,
კრიჭაშეკრული ავხედავ ზეცას
და ძმის ტკივილი ამაკანკალებს.
ჩვენი ღობეა ქიმებით მნათი
კავკასის ქედი, ცივად მკვესარი,
მტერიც ერთია, ბებერი დათვი,
გულმუხანათი და აბეზარი.
ჩემი გზავნილი თერგის ჩქერია
და მთაში ნამღერს მოგიტანს ბარად,
რომ იბერია და იჩქერია
მგლის ნაშიერებს დაგვრჩება მარად.

 

ტეგები: , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: