RSS

მზებუდობა

22 ივნ

შუადღისით თავის მწვერვალს მიატანა ჩვენმა მზემან,
ნახევარი წელიწადი იბობინა ზე და ზე მან,
შუქთა მისთა მძვინვარებით ფერი ჩვენი გახდა გრემან,
ესე აზმა აღვუვლინე მე, მისდამი პირმოთნემან.
დარქმულია კაბადონზე ვით დიადი დიადემა,
ირგვლივ მეფობს კარაკანი და დარულად დარობს დარი,
თვალსაწიერს მონაქანდი სხივთა ბადე მიადევნა,
რაიც სუნთქავს, რაიც ტოკავს, ყოველივე მისით არი.
სიზმარივით ზიმზიმებს და იზმორება მზეკაბანი,
ბააბანი მოკიანთე არილებით დართულია,
ხელსაქმობით გართულია ალხი, ღვართი და პაპანი,
ოქრომკედით რო გაუწყონ კაბო კაბა, ტარტულია.
ჩვენ კი, ჩვენ კი ცოტაოდენ შეგვაშინა მისმა ჩაღმა,
ამ დღეს ყველა ერიდება, ამ დღეს ჩეროც ებუტება,
ოდენ წამით, მერე ისევ დაგორდება დაღმა-დაღმა,
რომ მთელი წლით მოგვენატროს ეს ალია მზებუდობა.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ივნისი 22, 2013 დუიმი ლექსები

 

ტეგები: , , , , ,

დატოვე კომენტარი