RSS

სოლომონ მეორისა

10 Jun

ბედმა არ გვამყოფინა გზა, ნარ-ეკლით ფენილი, თუმც არასდროს ყოფილა უსასოოდ შთენილი. ჩასანთქმელად გვიტევდა, რაც მიგრი და გვესია, გარნა ფხიზლად გვითევდა მეფე და ეკლესია.
არც ზენამ გაგვიმეტა, მადლი თავს დაგვდიოდა, იდგა ერის იმედად გვარი ბაგრატიონთა. წინამებრძოლეობდნენ მათებურად, მეფურად, რწმენას ვერ ელეოდნენ, შარავანდიც ებურათ.
. . .
მაგრამ ოდეს გორსალა რუსი შემოგვესია, ორთავ ბურჯი მოშალა – ტახტი და ეკლესია.
განსაცდელი ფარული, უჩვეულოდ ვერაგი, ჩქერდაჩქერ გაპარული თორღვას ჯაჭვის პერანგი…
ვითომ რჯულის ერთგული, გაბიდნილი სიხარბით, ღორის დინგი, შემკული ერთმორწმუნის ნიღაბით,
ჩემად მინდა სეფეო, არა კმარობს ხარაჯას,
ომის გარდა, მეფეო, არა ჩარა არა ჩანს.
გვალე ერეკლესა და სოლომონის კვალდაკვალ, ლომგულთ გააქეზებდე, არკინებდე ხმალდახმალ. წყურვილს თავისუფლების ლოცვად გამოუთქვამდე და ამ ლოცვას ეტყოდე ბოლო ამოსუნთქვამდე.
ნუთუ ახდა ნანატრი, შახ აბასისეული, ზეობს ამპარტავანთა ორპირობა, წყეული, ერი კი დაბნეული, დაღლილი და ეული, ასე გულგატეხილი, ასე ხელჩაქნეული.
ტახტი ათასწლოვანი ნუთუ წარსულს ჩაბარდა, არა ჩქარობს მაჰმუდი, არ ჩქამობს ბონაპარტი. ერთად გადაირაზა თითქო ყველა კარები,
შენ კი, გარე მარები, ყარიბს დაედარები…
. . .
გელათიდან მომესმა მეფის გადმოძახილი და ეს ლექსი გავკვერე, ჯავარდენი მახვილი, რომ იმედი იბერთა, დარდად დანაბუდარი, ისევ წამოიმართოს, განიძარცვოს სუდარით,
იბარტყოს და ივარჯოს, ლელოც გაიტანოსა!
სოლომონს გაგიმარჯოს!
მეფეს, სათაყვანოსა.

 

ტეგები: , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: