RSS

რუბიკონი – თევზი თავიდან ყარდება…

07 Jun

რუბიკა (ღიღინებს) – პალიტიკაში ეგრეა, რეიტინგები თავდება,
მთავრობაც, მითომ ცოცხია, ახალი კარგად ხმარდება.
ღვინო თუ დროზე დალიე, არასდროს დაგიძმარდება,
თან, ყველამ უნდა გვახსომდეს, თევზი თავიდან ყარდება…
გურამა – მოკლედ, დიოგენი ხარ რა, ზიხარ ამ ცუცქნა კოლოფში და აფრქვევ სიბრძნეს.
რუბიკა – თორე არასწორი ვამბობ.
მე ხალხი ჰამაც ვახარებ, ჰამაც ვახარხარებ.
თანაც, დიოგენი ბოჩკა ჰყოფნიდა. მე არ მყოფნის, ზნაჩიტ არა ვარ.
გურამა – ვაი, შენ შემოგევლოს მთელი პოლიტსპექტრი მაგ ჭკვიან გოგრაში. აფსუსი არაა, რო შენ აქ იჯდე და პარლამენტში კიდე ამდენი ქათამი?
რუბიკა – რაღა მე, ჭკვიანი ხალხი დაილია? რახან ტელევიზორში არ აჩვენებენ, განა არ არსებობენ. თანაც, რა დროს ჩემი პალიტიკაა, უჟე მარშჩინები მეტი მაქს, ვიდრე იდეები.
გურამა – ახლა, ხო გაგიგია – ნაოჭებიანი სახე კი არა, უნაოჭო ტვინია პრობლემაო. მაგათ აზრებს რო ვუსმენ, ასე მგონია რო ტვინები რიყის ქვას უგავთ.
ახლა დოუჟინებიათ – კონსტიტუციაში უნდა ეწეროს, სითაც მზე ჩადის, იქით მირჩევნია ყურებაო.
რუბიკა – რასა ვქნამთ, ჩვენი ბედი ეგა ყოფილა. განა თუ მარტო პარლამენტში, მთელი ეგ კამანდა ვაბშე მაგარი სტრანნი.
სამი გლავნი ხო ვაბშეე. აი მაგაზე წეღან ვიძახდი – თევზი თავიდან ყარდება.
არა, რა მაზალო რამეა, ჰაზრობ? კაცი ქვეყნის ნაჩალნიკად ავირჩიეთ, რო ხალხისთვის სამუშაო იშოვნოს, ეგ კიდევ წავიდა და ცინკის ლისტები რო ეზიდებიან, მაგათ სამუშაო წაართვა და თითონ დაიწყო. თან მთელი ტელევიზია თან წაიღო, რო ყველამ ნახოს, ეგ როგორ მუშაობს.
ეს მაგისი კამანდაც კიდევ დასდევს და ყველაფერზე ტაში უკრამს. მამაძალი, ქვეშევრდომობა მაგას ხო არა ნიშნავს, რო აიღო და ქვეშიდან შეუვარდე…
პრეზიდენტის ხელფასი ვუხდით, ეგ კიდევ ძვირფასი დრო რაზე ხარჯამს. ერთი ლისტის წაღება ასჯერ მეტი დაგვიჯინა, ცინკავოზი ეგა…
გურამა – ანუ ქართულად თუთიამთრაქი, უფრო ზუსტად – თუნუქთრაქია.
რუბიკა – სულ ერთია, თრაქი ხო ორივეშია.
გურამა – შენი აზრით რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პარლამენტარი?
რუბიკა – თუ ტუპოი ხარ, რაც რომ სლოჟნი რამეა, შენ იოლი გგონია და თუ მუდრი – რაც რომ იოლია, ეგა გგონია ჩერესჩურ სლოჟნი.
მაგიტომაც ზალატოი სერედინა უნდა იცოდე.
არც იდეინი რადიკალიზმი არის სახეირო. რო იძახი – ქატო იქა, ფქვილი აქა, ეგეთი დიდი ამპლიტუდა რა საჭიროა? მაგას სჯობიან – ამპლი ტუდა, ამპლიც – სუდა…
გურამა – კარგი, კოჰაბიტაციაზე რას იტყვი?
რუბიკა – აი ეგეთი ჰარიფობა კიდევ მარტო მაგან შაიძლება რო თქვას, ვინც აზრზე არ არის ჩვენ ვინები ვართ. არც ეს ანდაზა არ გაუგიათ – კუანას თუ არ მიაკუე, უტრაკო ეგონებიო.
კოჰაბიტაცია ხო საჟიწელსტვასა ნიშნამს? ჰოდა აბა ჩვენში ეგ საქმე ყველას უნდა, ოღონდ მაგ პარაში ორივეს უნდა რო კაცი იყოს. აი ეგ არის პრაბლემა.
როდესაც პარაში ორივე კაცია,
ბავში არ კეთდება, ზარალობს ნაცია,
მაგათი კანტაქტი თაქი და ლაწია,
რად მინდა ეგრეთი კოჰაბიტაცია.

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: