RSS

რუბიკონი – მაიკროსოფტი თუ მაშტოცი

07 Jun

გურამა – ბიჭო, ე ტიტველი ქალების სურათები რო გაქ გაკრული ბუტკის კედლებზე, გასაგებია, პოლიტიკოსებიც გასაგებია, რაღაცით ქე წააგავან მაგ ქალებს, მარა ის ციტატა რო გაგიკრავს, რა წერია ზედ მაგისთანა?
რუბიკა – ჰიჰი, აქ ეგეთი რამე სწერია, რო ვაი თქვენი ტყავის ბრალი.
გურამა – რაიო, არარატი ევროპის ფინალში გავიდა?
რუბიკა – პაჩწი. აქა სწერია ჩვენი მიშას სიტყვები – ”მაიკროსოფტი შექმნა ქართული ანბანი”
ტაკ შტო კიდე აქეთ მადლობა უთხარი, რო სომეხები იძახიან, მითომ მაშტოცი შაჰქნა ქართული ანაბანები.
ათას ხუთასი წელი ჯობიან თუ ხუთი?
გურამა – ე, ბიჭო, ეგ ჩვენ ორში უნდა დარჩეს, თვარა ხო გაგიგონია – სამმა იცის – ყველამ იცისო…
რუბიკა – იიი! ეგ როგორ? ზნაჩიტ სამში ერთი სანდო არ არის?
გურამა – ჩემი სანდოა და შენი შენ იტირე.
რუბიკა – იი! შენი სანდო რომელია?
გურამა – კაი ახლა, ნუ ჩამაჩემდები, ქალი ხო არ ხარ, უხერხულია.
რუბიკა – დაიცა, მე ხო ვიცი, რო ჩემი თავი არ ჩავუშვებ, რო ლევი ტყავი მიშოვნია. ეგ რაზე ვქნამ, რა ხეირია რო?
შენც ეგ არა ქნამ, რადგანაც რომ სრაზუ ბეზ პივა დარჩები.
ზნაჩიტ ორნი უჟე აქა ვართ, ვინც რომ ვინავატები არა ვართ, ზნაჩიტ მესამე ნაღდად ვიღაც მესამეა, განა თუ ჩვენში ერთი.
გარიკა – რუბიკ პრივეტ ჯიგარო. როგორა ხარ?
რუბიკა – როგორ ვიქნები შენს ხელში
გარიკა – იი! შენ როდის ჩემს ხელში? მე შენი ბაბო ვარ რო?
რუბიკა – მესამე ხარ, აი ვინა ხარ.
გარიკა – მესამე? რაში? მოჟეტ ბესამე? მუჩო რაღა!
გურამა – ბესამე არა, ის კიდო… აღიარე რო ჩამშვები ხარ.
გარიკა – იიი! შენ საიდან ეგ იცი, რო ჩამშვები ვარ? ვერიკო ჩამიშვა არა?
ეგ დამპალი! ვაბშე მაგას როგორ უნდა ენდო, როცა რო რაღაც კაპიკები იხდიდა ინფორმაციაში, დანარჩენი კიდე სობსტვენი კაშილოკში დებდა. ამერიკაში იცი შპიონებზე რამდენი მაყუთი ძლევენ? მანდ შპიონები ყველაზე მდიდარი ხალხია მეორე ადგილზე.
გურამა – პირველზე ვინაა?
გარიკა – არტისტები, ვინც რო შპიონების როლებში არიან.
ეჰ, წავედი (ღიღინებს)
სამართალი ქვეყანაზე
არც ყოფილა, არც იქნება,
სინამ დუშა ჩორტზე მისცემ,
კარგად უნდა დაფიქრება,
არა ვაააი ვაი…
რუბიკა – დაიცააა, სად მიდიხააარ? აქ რაზე მოხველი, რო ჩემზე იშპიონო?
გარიკა – არა, ბებიაშენისამ, ლიზ ტეილორი მყავხარ, რო კუკლივით ზადნიცაზე გიცქირო.
რუბიკა – ჩემზე შპიონობაშიც ეგ ვერიკო მაყუთი გძლევს?
გარიკა – ჰო, ეგა მძლევს, რო ვიცოდე, ლევი ტყავი ხო არა გაქ, რო მერე გითხრამს – ეხლა ვისაც გეტყვი, მაგას არჩევნებში მოხაზამ, თორე იცოდე, რო ციხეში წახვალ, იქაც კიდე ცოცხი გაგიკეთამენ და რამე.
გურამა – აუჰ! კაი ნაგავი ვინმე ყოფილხარ შენ, ხო იცი?
გარიკა – ნაგვი ვარ მა რა ვარ, ნაგვის გადასახადიდან გვიხდიან.
რუბიკა – ვაჰ, მამა-ჯან, ეს შარი არ გათავდა რა. ეს პოლიტიკა რამდენი ვინმე გააფუჭა. იცი გარიკა რა პერსპეკტივნი ჯეელი იყო?
აბა მაგან იცოდა დროის ყადრი, სულ შტიბლეტი ცვოდა, რო შნუროკის შაკვრაზე დრო არ წავიდეს და წვერიც არ იპარსამდა და აი მაგაზე დღეში 20 მინუტი ზოგამდა.
გურამე – კეე, ეგ კი არა და მგონი ტუალეტშიც ზოგავდა დროს.
რუბიკა – ვააა, ქნებაზე?
გურამა – არა, გამოწმენდაზე.

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: