RSS

რუბიკონი – 37 მანეთი

07 Jun

გურამა – ნახე რა ტრიპერი მოდის! ეგ ქალი ჩემია და შენი სუნგი არ გავიგო.
რუბიკა – ვაა, ქალი დაილია შე ოხერო? ტრიპერიანი რად გინდა, შარი გაკლია? ექსტრემალ ნისჩასტნი!
გურამა – ბიჭო, გოუნათლებელი იყავი ჩემო რუბიკა და გოუნათლებლად დარჩი. ტრიპი ხოა ბიჭო მოგზაურობა ამერიკულად? ტრიპერი მოგზაური არ გამოდის?
რუბიკა – ვააა, ცხოვრება რა აპასნი გახდა, ვეღარ გაგებ, ვინ ტრიპერია და ვინ კიდევ – ტრიპერი…
გურამა – ეჰ, რუბიკა, ახალგაზრდობა რო მახსენდება, გული მიკვდება ძამია, შენე?
რუბიკა – წუთისოფელი წამია,
გული მიკვდება, ძამია,
თუმც აჩქარებით სოფელი
არავის მაუჭამია…
გურამა – რატომღაც იმათ უმართლებთ,
ვინც ქაჯია და ხამია,
რუბიკა – მე კი ნიადაგ ჯაფაში
შამამელია ჟამია…
გურამა – ერთი შეგვრჩა, რაც ქალებში ვინავარდეთ, თორე აბა ზესტაფონში გარაჟის უფროსი რო ვიყავი, ის უნდა გამახსენდეს სიკვტილის წინ?
რუბიკა – ეგრეა რა, როგორც მუდრები თქვამენ, ვ სპორე რაჟდაეტსა ისტინა.
გურამა – მე დავაზუსტებდი – როგორც დიდი რუბენ შაშლიკიანი იტყოდა – ზოგი სპორი ისტინასთან მიგიყვანს და ზოგიც – პრასტინასთანო.
ჰოდა აი ეგ პრასტინაა ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი.
რუბიკა – სამაია პრასტაია ისტინა – ეტა პრასტინა.
გურამა – აი, შენ რა გაგახსენდება, მიქელ-გაბრიელი ქე რო ჩამოგიჯდება სასთუმალთან?
რუბიკა – ვა, გინდა წამამცდეს მაყუთი სად ვინახამ?
გურამა – ეგ შენ რო არ წამოგცდება ვიცი და ამიტომ სასიყვარულო თავგადასავლებს ვგულისხმობ.
რუბიკა (მორცხვად) – პირვლად როცა როზაზე კოცნა მამინდა, ეგეთი ხელი მკრა, რამის ყველა ნეკნები გატეხა.
მეთქი – აღარ მორჩა ეგ ვრედნი პრაქტიკა, რო ჩვენი ნეკნებისგან ქალი კეთავენ.
თანაც, ნათქვამი როა – გიყვარდეს მოყვასი შენი, აბა ეგ როგორა ვქნა, როცა რო ეგ მოყვასი ხელი იკვრევინება, როგორც ცხენი – ფეხი..
მაგრამ რას ვქნამდი, ყველას მაინც ეგა შჯობიან. თანაც, იცი რა სასარგებლო ქალია? იმ დღესაც მეუბნება – შენი დანახვაც აღარ მინდა.
მეთქი ცავატანემ, ჯიგარი ხარ, შუქი გამოვრთამთ და ეკანომიაც მეტი იქნება…
გურამა – მორჩი რა ბიჭო, ამერია გული, რა ეკონომია, ქალის გულისთვის მოსკოვში გადავფრენილვარ.
რუბიკა – იჰ! თორე ეგ ეკონომია არ იყო, როზას სოჩიკი თვეში მეტსა სწერამს, ვიდრე ადრე ტუდა-აბრატნა მოსკოვის სამალიოტი.
გურამა – ხო-ხო-ხო, ბოლოს ქე რო ჩავფრინდი, გულმა მიგრძნო თითქოს, რო ბოლო იყო. რო დევერიე იქოურ გოგოებს, იმათ კი ვადინე ბდღვირი.
რუბიკა – ჰი! კაკრაზ მაგისთვინ უთქვამს ჩვენი მუდრი წინაპრები – შუნი ტუნში არ ვარგობდა, სანადიროდ მირბიობდაო. თუ ვრაცები ეგრეთი მაგრები ხართ, რატომ ჩვენი ქალები პასტაიანად შუხურობენ? სად გინახნია, რო კაცთან სიამტკბილობის მერე ქალი ქუჩაში წავიდეს და დედრიონი და ეგეთი რამეები ქნას.
გურამა – ვაჰ, შენ ჩუმ-ჩუმად ფროიდსაც კითხულობ გონია.
რუბიკა – ფროიდი და პინკ ფლოიდი მე არ ვიცი, ხოლოთ ის კი ვიცი, რაც პაპიკა ასწავლა – ბალიკ-ჯან, ნაღდი მუჟიკი ქალზე საჭმელი და ალერსი არ უნდა მააკლოს.
როგორც რო ჩვენი მარკ ტვენი იძახის – ქალი ეგრეა, როგორც ავტამაბილი. მარტო შენია, ელი. ხოლოთ თუ მაგაზე ბევრი ჯდება, უჟე ავტობუსი გამოდის, რაღა.
გურამა – დაიცა, ჩვენი მარკ ტვენი რას ნიშნავს?
რუბიკა – აბა ამას ნახე რა, მე როგორი მუდრი რამე ვიძახი და ეგ კიდე რა მელოჩები აინტერესებს.
გურამა – ამას უყურეთ, ჩვენ ორში
მე გამოვყავარ მელოჩი,
ახია ჩემზე, რო ჩავრჩი
ამისი ბუტკის ჩეროში.
რუბიკა – ეგრეა, ოღონდ სომეხებს
არ შაგვარჩინო მელოჩი,
აღარც მარკ ტვენი გაღელვებს
აღარც მონიკა ბელუჩი.
გურამა – ისემც გიცხონდეს ხორთუმი,
რავარც ეგ იყოს მართალი,
ბელუჩი ჩემი იყოს და
შენ დაგრჩეს სილვა ვართანი,
ერთად – არა ვაააი ვაი! ვაი ვაი ვაი ვაი…

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: