RSS

რუბიკონი – ჰომო მაპიენს

07 Jun

გურამა – რუბიკ, რა უაზროდ ნაღვლიანი თვალები გაქვს, თითქოს კაცობრიობის
სევდამ დაივანა შიგ
რუბიკა – შიგ რა ჰქნა?
გურამა – დაივანა, დაიბუდა, ანუ შენი თვალები არის სევდადანავანი.
რუბიკა – შემოკლებით სევანი, არა? ვიცი შენი შაკალი თავის ამბავი, ბოლოს რაღაც ეგეთით გაათავებ.
გურამა – ვაახახახაააა! საღოლ, შენ მე გადამასწარი უკვე შაკლობაში. დღეს რაა შენი სევდის წყარო?
რუბიკა – რა და ეხლა რო ეგეთი მაზალო დროა, რასაც რომ კოაბიტაცია ეძახიან.
გურამა – აბა შენებურად ახსენი ერთი.
რუბიკა – ზნაჩიტ, ვინც რო ადრე ნაჩალნიკი იყო და დედიმისისა ჩამჩითა თოხლამდა, მითომც არაფერიო. ყველანი ისევ იქა ზიან, სადაც რო ადრე ზიოდნენ, არავისა სხნამენ.
გურამა – რატომ?
რუბიკა – რატომ? – მოგაკუებს ნატომ. მთელი ბავშობა ეგრე ვიძახდით და ეგრემც აგვიხდა.
ნატო გვითხრა – თუ გინდა მაპი მოგცე, ეგ ნაცმაცუნებზე ხელი არ ახლოო.
გურამა – როცა ჟამია ავი და დეფიციტია კაცობის,
მაღლა და მაღლა მიიწევს ყველა მთავრობის საცობი.
რუბიკა – ახ, ცავატანემ, რა ნაღდია! შენ საქართველოს ბულბული უნდა იყო. სრულიად სერიოზნათ!
გურამა – რატომ?
რუბიკა – რატომ და ჩემგან სესხული ფულით ნაყიდი პივა რო სვამ, ეგეთი ხმა გამოდის – ბულ-ბულ-ბულ-ბულ…
გურამა – რკინის ლოგიკაა, ვერ შეგედავები, ერთადერთი, გადამოწმება არ გვაწყენდა. დაყაჭე აბა პივის ფული.
რუბიკა – ჯერ შაიცადე, მათქმეინე ორიოდ სიტყვა!
გურამა – კაი ბატონო, ჯერ კლასიკას ჩავუღრმავდეთ, ამოშაქრე, ჰე.
რუბიკა – ზნაჩიტ ეგრე გამოდის, რო ყველაფერი უბრალო ხალხის ბრალია. როგორც გამლეტი იტყოდა – თოხლა, არ თოხლა, დამნაშავე მაინც შენა ხარ.
გურამა – კაი ერთი, რა მიამიტივით მსჯელობ შენც კიდე, როის ყოფილა, რო უბრალო კაცის სიტყვა დაფასებულიყოს.
რუბიკა – რავი, მაინც მეგონა რო ერთხელაც უბრალო ხალხიც დაფასოვდებოდა…
გურამა – კი, დაფასოვდებოდა, სამკილოიან ბანკებში.
რუბიკა – შენ იცინი და ეგ ბანკები უფრო ნაღდია, ვიდრე ის ბანკები, იპოტეკაზე რო ხალხი ძარცვამენ.
არადა, მეცნიერებს რო ჰკითხო, ჰომო საპიენსები ვართ.
საპიენსი არა მაპიენსი, ანუ, მაპის მომლოდინე… თანაც, ვიცოდეთ მაინც ეგ რას ნიშნამს.
გურამა – შენ ახლა კლასიკიდან საკითხის ფილოსოფიურ ასპექტში გადახოხდი, თუ ატყობ, მიდი აბა, მიჰყევი მაგ ნაკადს.
რუბიკა – რა და ერთი რამე ჩვენში ვერ გაუგიათ, რო სკამი ბოლომდე არავის შარჩენია, რო ამაოა თვით ცხოვრება, დრტვინვის წუთისოფელია…
პეშკა ხარ თუ კაროლი, კაკაია რაზნიცა ტო, რო მაგის გულისთვინ ამდენი ინფარქტი და ინსულტი. შენ ისა თქვი, ვინც რო მაგ კაროლითა და პეშკით ხოდები აკეთებს.
გურამა – ვაა, ღმერთობა მოგინდა რუბიკ? აი ეგრე, პირდაპირ, ბუტკიდან ცაში?
რუბიკა – ცაში რატო, მღერთი ყველაგან არის.
გურამა – მართალი ხარ, და კიდევ:
სადაც არ ჩანს განმკითხავი, იქ მწიფდება მომკითხავი.
რუბიკა – ჩემო გურამ, ეს ქვეყანა თეატრია დიდი
ჰალალი კი ყველა დროში, რჩება მიამიტი,
გურამა – აფერისტებს ჩვენზე მეტი შეგრძნება აქვთ ახლის,
ცრემლი არის დღეს ნიღაბი ყველა მამაძაღლის.
რუბიკა – დრო გააქრობს ეგეთების სკამებსა და დახლებს,
სუფთა კაცის სახელზე კი ხელიც ვერვინ ახლებს.
მე – ჯააან!

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: