RSS

რუბიკონი – ჯადოსნური ჯიხური

07 Jun

გურამა – ღიღინებ, ესე იგი კარგ ხასიათზე ხარ, ხოლო, როცა კარგ ხასიათზე ხარ, უფრო გულუხვიცა ხარ ხოლმე. ამიტომ, სხვები რო სიმღერას ქულებით აფასებენ, ჩემთვის შენი ღიღინი ლუდის ქილებით ფასდება.
რუბიკა – ეგრეა ძმაო-ჯან, როცა რო, როგორც მეზე, შენზეც სპეციალნა წიგნი დასწერამენ. მაშინ მოდი და უთხარი – რუბიკ, ცავატანემ, ეხლა უჟე როგორც ტოლები.
გურამა – ვაიი, იმას მიეცა ჩემი და შენი ცოდვა, ვინც ასე მწარედ გადურაქებს. რაის წიგნი ბიჭო, ვიქტორ ჰიუგო მაინც იყოს ცოცხალი, რო ეგ დაგიჯერო.
რუბიკა – ჰიუგო რომელი, გავროშზე რო სწერამდა? ეგ რო ჩემი ბიჭი მიკითხამდა, მაგდენი ვიტირე, რაც რომ ოვანეს თუმანიანზედ არ მიტირნია. ზნაჩიტ ეგაც სომეხია.
გურამა – გასაგებია, ჰო, ცრემლი თქვენი ექსკლუზივია, მარა ამ შემთხვევაში გავროშს კი არა, კვაზიმოდოს ვგულისხმობდი. აბა შენ მეტი პერსონაჟი არ შეგეფერება და…
რუბიკა – თორე ცუდი ბიჭი იყო. მაგაზე უკეთესი ვინ მანდა ნახე რო? ქალის ჭკვა რა ვთქვი, თორე ეგ ესმერალდაც ის კაპიტანი შატოპერი რამ შააყვარა, ტუპოი ვირიშვილი! მიდი რა, მუტრუკ, თვალი კარგად გაღე, ანგელოზივით გოგო მოსწონხარ, შენ სადღა იყურები, პაგონების ხამო შენა. ვახ, სად ვიყავი…
გურამა – სადანა იყავი და მადანა იყავი. აპა ი კვაზიმოდო სხვა ვინ იქნებოდა.
რუბიკა – საგლასნი ვარ. ესმერალდას გულისთვის გინდაც ის მაგისი კოზლიკი მქნა.
ეგ კინო რო პირვლადა ვნახე, ეგრევე წაველი და ლოლობრიჯიდას ატკრიტკა ვიყიდე და ბუტკაში გავაკარი, მეჟდუ მარიკა როკი და ლოლიტა ტორესი. აგე, ეხლაც ეგ სამნი მანდ არიან.
გურამა – ლოლიტა ტორესიოო, ბიჭოო! სარა თუ გახსოვს შენე, მონტიელი? შანტიკლერის დედოფალი…
რუბიკა – აგე, აქ არა მყამს? ზემოთ ნახე, რაფ ვალონეს გვერდით.
გურამა – ესენია გახსოვს?
რუბიკა – მა რა, ანდე ეგაც მანდ არის, ჟაკლინ ანდერე.
გურამა – სილვანაც გაქვს? პამპანინი?
რუბიკა – სილვანა როგორ არ მექნებოდა, აგე, ელინა ბისტრიცკაიას გვერდით როა. პატალოკზე.
გურამა – ანი ჟირარდო? ჟანა მორო? სიმონა სინიორე? ავა გარდნერი? დანიელ დარიე? მიშელ მერსიე? ნიკოლ კურსელი? მილენ დე მონჟო? ნატალია ფატეევა?
რუბიკა – ფატეევაც მანდ არის, სადაც რომ სიუმენკულ ჩოკმოროვი და ჩვენი არმენა, ჯიგარხანიანი.
გურამა – უი, ის არსა გყავს? ობერ-ლეიტენანტი ჰანს კლოსი?
რუბიკა – კანეშნა მყამს (დამორცხვებული წამოდგება, ტაბურეტს ამოატრიალებს და დაანახებს მიკულსკის სურათს).
გურამა – რა დაგიშავა, საჯდომქვეშ რო გაგიკრია ეგ უბედური?
რუბიკა – ეგ როგორ დამიშავებდა, ვაბშე არ მიცნობს. პროსტა ჩემი სიდედრი გიჟდება მაგაზე და მაგიტომ.
გურამა – ვა-ხა-ხა-ხა! ეგ რა კაი რამე მასწავლე, ვისაც ვინ არ ეპიტნავება, იმაზე ვასწავლი და ლუდს ვაკისრებიებ.
ისე, რა დიდებული მოგონებაა ეს კინემატოგრაფი. რამდენი რამ გამახსენდა ამ ხუთ წუთში, თითქოს მთელმა ჩემმა ბავშვობამ გაირბინა თვალწინ.
ეს შენი ჯიხურიც არაა უბრალოდ მეწაღის სახელოსნო. მე მას დროის მანქანას შევადარებდი. მთავარია ეს იდეა კარგად შეიფუთოს და კაი ფულსაც გავაკეთებთ მე და შენ. მე კლიენტებს მოგაყრი იმდენს, რო მეორე ტაბურეტკის ჩადგმამ მოგიწიოს აქანე.
რუბიკა (უნდოდ) – მეორეზე შენ დაჯდები?
გურამა – ახლა ხარაზობა დამაწყებიე კიდო.
მე სხვანაირად გავაკეთებ ფულს. მოვყვები გულისამაჩუყებელ ისტორიებს ტურისტების ჯგუფთან, თუ როგორ ვცდილობდით ჩვენ, რკინის ფარდის აქეთ მოყოლილები, არ ჩამოვრჩენილიყავით ცივილიზებულ მსოფლიოს და აი მაგ სურათების მეშვეობით ვიმეორებდით კაბის და ტუფლის ფასონებს…
რუბიკა – რა, ეგრე არ იყო რო? ჩემ პაპიკასთან გოგოების რიგი იდგა ხოლმე – ძაძ არტუშ, ტორესის ბასანოჟკები შემიკერე რა… ანდაც აი იმ კინოში რო სინიორეს პოლსაპოჟკები ცვოდა, ეგეთი შეძლებ?
გურამა – დიდებული, დიდებული, შენთანაც ქე ვიქნები ხვამე ალავერდს, მოგაყოლებ მაგ ამბებს და დავხოცოთ ტირილით ეს ჩუნჩურა ტურისტები. სადმე აქანე გავაკეთოთ სტენდი და დავაწეროთ „რეტრო ფასონი“. სურათები მივაწეპოთ მაგ ტუფლების და ვის ეცვა და რომელ წელს. ვინ არ წააყოლებს ხელს კარდინალეს „ფრანცუზკებს“ და მაგომაევის „მაკასინებს“…
რუბიკა – ვააა, ნეუჟელი მე ეგეთი მაკარენკო ვინმე ვარ, რო პროსტა ქართველი კი არა, დაჟე სუპერქართველი გურამა საქმეზე ფიქროვნება ვასწავლე?!
აი, სინამ შენ რამე იტყვი, მე თვითონ პივა ვკისრულობ.
დაჟე, როგორც სტუმრების პატივისცემის ამბავში და რამე, სკიდკაც იქნება…
გურამა – სტუმარი-მუმარი არ ვიცი მე.
სტუმარი არის ისა,
ვინც კარგად გასხნა ქისა
რუბიკა – ვაააა… სტუმარი არის ისა, ვინც რომ რასკაშელილსა! ვაააა… აბანოში რო წავალ, ეგ სიტყვები სურენას ვუთხრამ, რო მკლავზე ნაკოლკად დამაწეროს. ეს რა ბიჭი გავზარდე, ტო, კაკრაზ ჩემზე უთქვამს დიდი ვაჟა-აკაკი: ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადაო.
გურამა – მოკლედ, წავედი ახლა მე ბიზნეს-გეგმის დასაწერად და ცოტა შენც იაზროვნე, რო დაყუყულხარ აქანა კვაზიმოდოსავით.
რუბიკა – იცი რას გითხრამ ძმაო-ჯან? ამდენი ხანია საქმეზე სუ მე ვრაპრაკობ და შენ ლექსები იძახი. ეხლა კიდე, რო ვნახე, რო საქმეზე შენა ფიქრობ, სრაზუ დასვენება და ლექსების წერა მამინდა. პრიროდნი რავნავესია, ელი.
სულ საქმეზე ვინც იდარდა,
მაგას საქმე ჩაუვარდა,
წნევაც მაღლა აუვარდა,
ისაც კიდევ… დაუვარდა,
ზამენაზე გურამა მყავს,
ჯანუმ! როგორ გამიხარდა,
სიმღერობა მამინდა და
პოეზია შამიყვარდა,
ერთი კარგი გოგოც მიყვარს,
არც ვინ მინდა მაგის გარდა,
კვაზიმოდო – ეს მე ვარ და
როზაც – ჩემი ესმერალდა…

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: