RSS

რუბიკონი – აქეთ სიდედრი, იქით კოაბიტაცია

07 Jun

რუბიკა (ტელეფონში) – ბანჯარ? ანფაჩარ.
ახლადმოსული გურამა – რაი ბიჭო? ერთი წუთით ვერ დაგტოვებს კაცი, რა სიტყვებს იძახი…
რუბიკა – ლუსიკა რეკამდა, ბოსტნეული წამაიღეო, მეც ვუთხარი – აუცილებლად.
გურამა – ე ბიჭო, მაგნაირი სიტყვების სახალხოდ წარმოთქმას, არ გირჩევნიათ ქართულად ილაპარიკოთ? რით ვერ ისწავლეთ ეს ენა?
რუბიკა – აი ქართული რამდენი ქართველიც არ იცოდეს,იმდენი კლიენტიც მე.
გურამა – ისე ვატყობ, აჯაფსანდალი გექნებათ ვახშმად.
რუბიკა – არა, რატომ, კიდევ ბევრი რამე. დღეს ლუსიკას ძმისთვის პურისჭამა ვაკეთებთ, რო საცოლე გავაცნოთ. შრომელი კაცია, პატიოსანი, დროა ოჯახიც შახქმნას.
აი ცოტა მაგისი საცოლე არ მამწონს, მაგრამ ჩემი სიდედრის დაქალის შვილია და ორი თავი მაქვს, რო მაგაში ჩავერიო?
გურამა – რას უწუნებ? იმნაირი ხო არ არის?
რუბიკა – არა ტო, ანგელოზივით ქალია, ოღონდ ეგეთი წვრილი კისერი აქს, ცალი ხელის თითები შამასწვდება.
გურამა – ჩემი პაგანინივით თითები თუ შენი კოტიტა?
რუბიკა – პაგანინი თორე შენც ტარანტელა არ უკრამდე. ნარმალნი კაცის თითები ვიძახი. საწყალი გოგო, კიდევ კარგი დეზდემონა არ დაარქვეს.
გურამა – რატო?
რუბიკა – ეჰ, რა იცი რა ხდება, მოვიდა სახლში პიანი მუჟიკი, ტუფლი თავისით ვერ იხდის, ცოლი პაეზდკაშია, ეგეც სიდედრს ეძახის – დეზდემოონ!, სიდედრი კიდე – სადაც ჩაცეცხლე, იქაც გაგხადონ.
ეხლა უყურე რამდენი ნამიოკია უჟე – დეზდემონა, წვრილი კისერი, თანაც არტაკამს… მაგდენი რამე ხო ნარმალნი მუჟიკი ვერ გაუძლებს, ნი ტო შტო თვრალი.
გურამა – შე მუდრეგო, ვითამ წვრილი კისერი რაღაა? რავა, ორი ხელით თუ დაახრჩობ, მეტი შეღავათია მისთვინ?
ან კიდო, გოგო რო გეყოლება და დეზდემონას დაარქმევ, ჯერ ის არ ეყოფა და ახლა კიდო ის უნდა ინატრო, რო მოზვერივით კისერი ექნეს?
რუბიკა – კლასიკა ზომიერებას ნიშნამს. შექსპირი ეგ ამბავი ორი ხელისთვინ დაწერა. ცალი ხელისთვინ თუ დაწერდა, მაშინ ოტელო ცალხელა იქნებოდა. აი მუზიკაში ეგეთი პიესებიც არი – დლია ჩეტირი რუკი. ბრამსი, შუბერტი და რამე.
გურამა – ახლა იყო ხო რადიოში?
რუბიკა (მორცხვად) – ჰო, რა იყო რო? რადიოც იგივე ცოდნის წყაროა, როგორც რომ კალენდარი.
გურამა – ან ეს წვრილკისერა სიდედრი რაღა იყო. ჟიულ ვერნს რო შენდენი ფანტაზია ქონებოდა, ერთი ორას რომანს მიაყოლებდა კიდო.
რუბიკა – იიი! შენ ჩემი სიდედრის კისერი არ გინახნია, ისე ქათმივით გაუწვრილდა როგორც ჟურავლი.
გურამა – უი, რა სანახავი იქნება, გამევივლი ამ დღეებში სანახავად, ცივი პივა დამახვედრე.
რუბიკა – ეგრე იყოს. ვიღაც ხო მეც მინდა, რო ჩემი ვარამი გავაზიარო. ლუსიკას მაგას ვერ ვეტყვი და როზა კიდევ ოჯახზე საუბარი ამიკრძალა.
რო იცოდე რა დღეში ვარ.
ეხლა კიდე ეს კოაბიტაციაც ზედა და ვაბშეე რაა!
ამდენი კაზიოლი კიდევ დიდხანს უნდა ვითმინო?
თანაც ჩვენ კისერზედ გულაობენ ეს ჩემისები, სტრიპტიზ ბარებში მილიონი ჩვენი ფულები იხდიან, მე კიდე ჩემი ნაოფლარი კინოსთვის ვერ გამიმეტებია.
კაროჩე, დე იურე ამ ქალაქის გრაჟდანი ვარ, დე ფაქტო – ჟერტვა.
გურამა – რუბიკა, ვიცი რაც გჭირს, ქალაქის სინდრომია ეგ, დაგღალა ამ რუზრუზმა და სიმყრალემ. წავიდეთ მე და შენ, ვენახი გავაშენოთ, სკები ჩავდგათ, პატარა ბოსტანი და გავეთიშოთ ამ უბედურებას.
შენ თუ გახდი საინფარქტო,
ასე თუ ინერვიულე,
რას გიშველის ან დე ფაქტო,
ანდა კიდევ – დე იურე,
კაზიოლებს რა გამოლევს,
ხან ეს, ხანაც სხვაი კიდე,
ამიტომაც ყველა ერთად
დაიკიდე!

 

ტეგები: , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: