RSS

წვიმის გამოძახება

19 May

ერთხელაც, როცა მიმწუხრის დაგიმარტოვებს ბინდები, ბალღობა გაგახსენდება, გაისუნგ-გაირინდები და ვიდრე გაგიფრინდება იქ დაბრუნების იმედი, ამბები გადმოდინდება ლანდებით, მოზიმზიმეთი.
დაგიბრუნდება ნინველის ფიქრები და ფორიაქი, და სიყვარულის, პირველის, თავბრუდამხვევი თრიაქი, როცა სიცეტე გშვენოდა და სასწაულის გჯეროდა, ლექსის წერაში გშველოდა ჩუმი ჩურჩული ჩეროთა…
მიაპყარ სმენა, იხილე, ბუნებამ რა გიწყალობა, ჩიტების ჟივილ-ჭრიხინი, ჩანჩქერის ნაპერწკალობა, კორომი, შეგულებული და ნუკრი, დიდრონხალება, დაისის შეგალება და გალობის გაგანგალება…
რულმოკიდებულ პირიმზეს გამოჰპარვია ყამარი, თქორდანატრული მიწა კი ბრალია ნამის ამარა.
ქარმა, ვით სუფრა მარმარა, ცას შეაფინა ციცაგი, ან თუ ღრუბელი, შიშაგი, ლილა მდელოზე გალალა.
აიმღვრა ცისა კამარა, მიეცა ავდრის ნიშატი, მოსდევს ისეთი შიშხათი, სიმშვიდე დამისამარა.
ცას მივაფერე ღუღუნი კოხინჯრობაში ნაცადი და დაიბადა ჟუჟუნა, ჩემგან ასერიგ ნაწადი და გუთნისდედის ამაგის დადასტურება ორწილი,
თავთავის ორი ქომაგის, ცისა და მიწის ქორწილი.

 

ტეგები: , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: