RSS

ხელმოცარული რაინდისა

04 May

ნატო დავითაშვილს

ვცადე მართლად მეარა გზაზე, რაიც მერგუნა,
შუბმა არ მიმტყუნა და მერანმაც მიერთგულა,
მებოძირთან შევდექი, ავირჩიე უარე,
სამავნებლოდ ნაკეთებს გვერდი ვერ ავუარე,
საცა ვნახე სიგლახე, ვცადე ამომეშანთა,
თავი ვიგრძენ ბადიშად ძველთა გარდანქეშანთა,
ბედიც დიდხანს მეძებდა, ჩემდა კვალად მარები,
თუმც ინებეს მესეფთა დართა გაავდარება,
ვერ დავაონავარე კოშკი, მიუკარები,
ჯიქურ ნაჯაჯგურები ვერ ვულეწე კარები,
ვერ გავტეხე ქაჯეთი, დევეთს შენაჯვარები,
გრძნებას ნაზიარები მათი ჯმუხი ჯარები,
ვერა ვნახე ნუგეში ზერე-ზერე ყურებით,
დია აბურდულია ღრუბლის უჯმაჯურებით,
კარკიტე და სოსანი, სართო, განთი, აფირო,
ვკეცე შარა უკეცი, ვცურე ზღვა, უნაპირო,
ქოსა კაცი ვერ ვიძმე, სუფრას წიხლი ვუკარო,
თან წიქარას სალხინო სალამური ვუკარო,
ციხეც ვაგე რავქნისა, უსარკმელო, უკარო,
მერმე მეუმაქნისა, ჩამოვშალე უკანო,
არ მიმუხდლო რამეო, ქუფრად განამუქარო
მოწყენილო ღამეო, უმთვარო და უქარო,
მითხარ, ჯილდოდ მებოძე ან სასჯელი თუ ხარო,
კვამლისფერო ცხოვრებავ, ზღაპრად განაბუქარო…

 

ტეგები: , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: