RSS

ჭრრრ ჭახ-ჭახ!

05 აპრილი

აჰა, მე ისევ შენთან მოვედი,
ზოგი გედს უმღერს და ზოგი წეროს,
მიჰკედლებია ყველა პოეტი საკუთარ რჩეულს, საბედისწეროს.
თუ იცი, რატომ აგიკვიატე კაპრაშნისკარტა გიშრის გუნდიო,
ჩამავალ მზეს რომ ემუდარები – ხვალ დილით ისევ დამიბრუნდიო.
ან იქნებ კი არ ემუდარები, ცხრათვალმილულულს უმღერი ნანას,
სხვა მგალობლები გესუნგებიან, წყვეტენ ჟივჟივილს და ჭორობანას.
აი ამიტომ გამოგარჩიე თავაწყვეტილი ჭრიხინით მთვრალი
და ჩემი ბანიც წამოგაწიე, რომ გაგისტუმრო სიმღერის ვალი:
შავი შაშვი ჩიოდაო, ნეტავ რასა ჩიოდაო,
ნეტაი თუ შიოდაო, ანდა, იქნებ სციოდაო,
ვაჰ თუ ცალის მონატრება თანგავდა და სტკიოდაო,
მისგან მაინც ზეციური ჰანგი გადმოდიოდაო.
ხანდარა და ხიოდაო, ხნულში მახა ღვიოდაო,
ბუდეშური ღუოდაო, მგელი ცას შეჰყმუოდაო,
ვარსკვლავეთი ტყუოდაო, კაცი ტყუილს ჰგუობდაო,
ქარი დაწანწალობდაო, წყარო დაწანწკარობდაო,
ადამის ძე წვალობდაო, ღმერთი ყველას წყალობდაო,
ბარბალი კი ძველკობურად ცაზე დაბარბალობდაო,
უჩა სკნელთან მარციალი ნათლით მორკინალობდაო,
შუბისტარზე გელობდაო, სისხამ – ფერისცვალობდაო,
ერთი ბღუჯა შავი შაშვიც ისევ მას უგალობდაო,
გალობდა და გალობდაოოო…

Advertisements
 
%(count)s კომენტარი

Posted by on აპრილი 5, 2013 in ლექსები

 

ტეგები: , , , , , , ,

One response to “ჭრრრ ჭახ-ჭახ!

  1. Qetevan Chikashua

    აპრილი 5, 2013 at 11:02 PM

    აუ რა მაგარიააა!

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: