RSS

გაგვიმარჯოს!

16 Mar

ალექსანდრემ დიოგენს მისცა თურმე პირობა,
სცადა გადმობირება სურვილთა ასრულებით,
ამოხედა ბრძენმა და – მზეს ნუ მომიჩრდილებო,
არ მაინტერესებსო მე ეგ საქმე სრულებით.
– შენი ნიჭი მჭირდება, დამახმარო ეგება,
ლტოლვას გამარჯვებისკენ ასე ნუ განაქიქებ,
ხოლო მთელი სამყარო ფერხთით როს გამეგება,
მაგ კასრის წილ საკუთარ ლამაზ ქალაქს აგიგებ.
არ აცდუნა ბრძენკაცი დაპირებამ ამგვარმა,
დარჩა ჭეშმარიტების ჩხრეკასა და წვდომაში.
ბოლოს კასრში გათავდა, მოკლა დარდით დაგვამა,
ხოლო მაკედონელი გაიხარჯა ბრძოლაში.
ქართველებს გაუმარჯოს ამიტომაც, ბიძია,
სიცოცხლის დამღერება ლამაზად რომ იციან.

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: